ფლეშმობი და კომპლექსური პასუხი: პოლიტიკოსები და ჟურნალისტები მხარს უჭერენ ჟურნალისტებს

გამოწერა
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა, რომ მოსკოვი კომპლექსურ პასუხს მოამზადებს „Sputnik-ესტონეთის“ ჟურნალისტების შევიწროებასთან დაკავშირებით.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ „Sputnik–ესტონეთის“ თანამშრომლებმა პირდაპირი მუქარის შემცველი წერილები მიიღეს ქვეყნის სასაზღვრო დაცვისა და პოლიციის დეპარტამენტიდან, რომ იმ შემთხვევაში, თუ ისინი 2020 წლის 1 იანვრამდე არ შეწყვეტენ თანამშრომლობას სათავო ორგანიზაციასთან – საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-სთან, მათ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები აღიძვრება.

„Sputnik–ესტონეთს“ შექმნილ ვითარებაში მხარი დაუჭირეს რუსმა პოლიტიკოსებმა და ჟურნალისტებმა, ბევრმა მონაწილეობაც მიიღო ფლეშმობში #СпутникСила. აქცია საინფორმაციო სააგენტო Россия сегодня-ს აღმასრულებელმა დირექტორმა კირილ ვიშინსკიმ წამოიწყო.

ყველა ახალი ამბავი
0