(2:43 / 17.42Mb / просмотров видео: 2126)

საახალწლო რეცეპტები: როგორ მოვამზადოთ საცივი

16974
(განახლებულია 11:19 31.12.2019)
საცივი ქართული სამზარეულოს მთავარ კერძად და საახალწლო სუფრის განუყოფელ ნაწილად მიიჩნევა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მზადდება ეს კერძი.

„Sputnik–საქართველომ“ თქვენთვის მოამზადა თანმიმდევრობით ჩაწერილი თვალსაჩინო რეცეპტი:

ინდაური, ნიგოზი, ხახვი, ნიორი, ქინძი, წიწაკა, უცხო სუნელი, ზაფრანა, დარიჩინი, მიხაკი, ძმარი და მარილი.

დავასხათ ინდაურს წყალი და დავდგათ ცეცხლზე, მოვხარშოთ. ხარშვის დროს პერიოდულად მოვხადოთ ქაფი.

სანამ ინდაური იხარშება, მოვამზადოთ ნიგვზის სოუსი: გავატაროთ ნიგოზი, ნიორი სუნელებთან ერთად. მოხარშული ინდაური ამოვიღოთ ბულიონიდან, მოვაყაროთ მარილი და დავჭრათ. წვრილად დავჭრათ ხახვი, დავყაროთ ტაფაზე, დავასხათ ცოტაოდენი ბულიონი, მოვშუშოთ, ოქროსფერი რომ გახდება, შევურიოთ ნიგოზს, დავასხათ ბულიონი, უნდა მივიღოთ შესქელებული მასა. დავამატოთ სუნელები, მარილი, ძმარი და ავურიოთ. მიღებული მასა გავატაროთ საცერში (შესაძლებელია ბლენდერში ათქვეფაც).

დარჩენილი ბულიონი დავდგათ ცეცხლზე და დავამატოთ ნიგვზიანი მასა, თან ვურიოთ. მიღებული მასა თხევადი ფაფის სისქის უნდა იყოს. მივიყვანოთ ადუღებამდე.

გაითვალისწინეთ, რომ გაცივების შემდეგ საცივი უფრო გასქელდება.

დაჭრილ ინდაურს დავასხათ მომზადებული ნიგვზიანი სოუსი. გავაციოთ ოთახის ტემპერატურამდე და რამდენიმე საათით მაცივარში შევდოთ.

გემრიელად მიირთვით!

16974
თემები:
ახალი 2020 წელი (37)
თემაზე
შავ ზღვაში მაშველები გემებისა და ვერტმფრენების საშუალებით ტუ-154-ის ნამსხვრევებს ეძებდნენ
პუტინი: კატასტროფის მიზეზების საფუძვლიანი გამოძიება ჩატარდება
რუსეთის თავდაცვის წარმომადგენელმა სოჭში ჩამოვარდნილი „ტუ-154“-ის შესახებ ისაუბრა
კადრები „ტუ-154“ თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილიდან

რუსულმა გამანადგურებლებმა Су-27 აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირა

239
(განახლებულია 22:50 07.08.2020)
რუსულმა გამანადგურებლებმა Су-27 შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირა

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებამ სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135 და საავიაციო პატრული Р-8А „პოსეიდონი“ აღმოაჩინა. მსგავსი შემთხვევა ცოტა ხნის წინაც მოხდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსმა მფრინავებმა შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირეს. დაწვრილებით - ჩვენს ვიდეოში იხლავთ.

239

ქაოსი თუ სამოთხე: როგორ შეაფასეს თბილისელებმა განახლებული ჭავჭავაძე ვიდეო

333
(განახლებულია 19:35 07.08.2020)
გარემონტებული ჭავჭავაძის გამზირი ბოლო კვირაში თითქმის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა თბილისელებისთვის. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ და რატომ გაიყო ქალაქის მოსახლეობის აზრი ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის გარემონტებასთან დაკავშირებით.

თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების გადაადგილების ახალმა სქემამ უკვე მოახერხა მოწინააღმდეგეთა მთელი არმიის შეკრება. 

რემონტის დროს საგრძნობლად გაფართოვდა საფეხმავლო ზონა და შემცირდა სავალი ნაწილი. ავტობუსების გაჩერებები გზის ცენტრში განათავსეს.

მოძრაობის ახალი სქემის თანახმად, ავტობუსები მათთვის გამოყოფილ რევერსულ ზოლებში გადაადგილდებიან.

მოძრაობის ახალმა სქემამ მომენტალურად გამოიწვია ავტომობილისტების უკმაყოფილება. გამზირის გახსნის პირველ დღეს თბილისი „გაჩერდა“ – გაჩნდა უზარმაზარი „საცობები“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის ჭავჭავაძეზე სიტუაცია გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება ქვეითებს, ისინი კმაყოფილი არიან, მათთვის საკმაოდ გაადვილდა და კომფორტული გახდა გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და ფეხითაც, რადგან გამზირზე უამრავი შუქნიშანი დამონტაჟდა.

ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებამ არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ – მეტროსა და ავტობუსების და უარი თქვას კერძო ტრანსპორტზე.

333
მთვარე

მთვარის კალენდარი: 11 აგვისტო რისი გაკეთება შეიძლება და რისი არა

0
(განახლებულია 10:58 08.08.2020)
გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

11 აგვისტო, სამშაბათი. ამ დღეს მარსი მართავს. კლებადი მთვარე კუროს ნიშანშია.

კურო მატერიალური სტაბილურობის, სიმტკიცისა და გულმოდგინების ნიშანია. ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციასთან მუშაობისთვის. კარგი დღეა ლიტერატორების, პოეტების, მეცნიერ–მუშაკებისთვის.

კარგი დღეა სასიყვარულო ურთერთობებისთვის. ამ დროს დაწყებული რომანი, დიდი ალბათობით, ხანგრძლივი და მტკიცე იქნება.

რეკომენდებულია ცოდნის დონის ამაღლება, მნიშვნელოვან დოკუმენტებთან მუშაობა, კონტრაქტებზე ხელმოწერა, განათლების მიღება და სხვებისთვის გამოცდილების გაზიარება , სპონსორის როლის მორგება, განსაკუთრებით შემოქმედებითი საქმეების დაფინანსება.

არარეკომენდებულია ახალი და სერიოზული საქმეების წამოწყება, ბევრი მუშაობა, ვაჭრობა, სიზარმაცე.

კარგი დღეა მგზავრობისთვის.

თმის შეჭრა, შეღებვა: ხელსაყრელი დღეა შეჭრისთვის, თმა მნიშვნელოვნად გაჯანსაღდება, კარგად გაიზრდება და სიმტკიცე მოემატება. შეიძლება შეღებვაც – ჭაღარა კარგად შეიღებება. ზოგადად, კურო კარგად მოქმედებს თმაზე სხვადასხვა პროცედურის ჩატარებაზე.

მანიკურისთვის ნეიტრალური დღეა.

მებაღეობა: კურო ერთ–ერთი ყველაზე ნაყოფიერი ნიშანია. ამ დღეს შეიძლება ბოლქვიანების, ხეებისა და ბუჩქების დარგვა–გადარგვა, გაკრეჭა, მიწაში მობინადრე მავნებლებთან ბრძოლა, ყვავილებისთვის სასუქის მიცემა.

0