საახალწლო განათება: ბათუმის მთავარი ნაძვისხე აინთო

გამოწერა
ბათუმში მთავარი საახალწლო ნაძვისხის საზეიმოდ ანთების ცერემონია გაიმართა. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო ღონისძიებიდან

ბათუმში მთავარ ნაძვისხეზე საახალწლო განათების ცართვა 25 დეკემბრისთვის იყო დაგეგმილი, მაგრამ ცერემონია აჭარაში მომხდარი ავტოავარიის გამო გადაიდო, რომელშიც ხუთი ადამიანი დაიღუპა.

სადღესასწაულო ცერემონიაზე ქალაქის მერმა ლაშა კომახიძემ და აჭარის პრემიერმა თორნიკე რიჟვაძემ ბათუმელებს დამდეგი ახალი წელი მიულოცეს და ბედნიერება უსურვეს.

სადღესასწაულო ღონისძიებები ბათუმში 7 იანვრამდე გაგრძელდება. ყველა მთავარი მოვლენა ბულვარზე გაიმართება, სადაც უკვე დამონტაჟებულია საკონცერტო სცენა.

ყველა ახალი ამბავი
0