პროტესტი საქართველოში: ოპოზიციის აქცია ქუთაისში

116
(განახლებულია 19:03 06.12.2019)
ქუთაისში ოპოზიციამ პროტესტის ნიშნად პარასკევს კიკვიძის პარკიდან „ქართული ოცნების“ ოფისისკენ მსვლელობა გამართა. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რა ხდებოდა ქუთაისში.

მსვლელობაში მონაწილეობდა რამდენიმე ასეული ადამიანი. მარშრუტის გაყოლებაზე მობილიზებული იყო პოლიცია. ქუთაისში ასევე იგეგმებოდა კონტრაქცია, რომელიც არ გაიმართა.

მანიფესტანტებს შორის იყვნენ ოპოზიციის ლიდერები – „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ხელძღვანელი, პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, პარტია „ახალი საქართველოს“ ლიდერი გიორგი ვაშაძე, „ევროპული საქართველოს“ ლიდერები დავით ბაქრაძე, გიგი უგულავა და გიგა ბოკერია.

აქცია არასასიამოვნოდ დაიწყო – როდესაც აქტივისტები აბაშიძის ქუჩაზე სკვერში შეიკრიბნენ, უცნობებმა მათ ერთ-ერთი შენობის სახურავიდან კვერცხები დაუშინეს. ოპოზიციის აქტივისტების თქმით, ეს „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებმა ჩაიდინეს.

 

116