„სკრიპალების საქმე 2.0“: რას გამოიწვევს დიპლომატიური სკანდალი რუსეთსა და გერმანიას შორის

184
(განახლებულია 21:18 05.12.2019)
გერმანიასა და რუსეთს შორის დიპლომატიური სკანდალი აგორდა. 4 დეკემბერს გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ორი რუსი დიპლომატი გააძევა ქვეყნიდან. ჩვენს ვიდეოში იხილავთ, თუ რა საერთო აქვს ბერლინის ამ გადაწყვეტილებას გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადი 2“-თან.
184

რომის პაპი „ადამიანი-ობობას“ შეხვდა ვიდეო

27
(განახლებულია 17:06 24.06.2021)
კომიქსების გმირის ფორმაში გამოწყობილი მამაკაცი საავადმყოფოში მყოფი ბავშვების ხშირი სტუმარია. ის ამავე კოსტიუმით მივიდა პონტიფიკოსთან და პატარა პაციენტების დალოცვა სთხოვა.

რომის პაპ ფრანცისკეს ვატიკანში შეხვდა მამაკაცი ადამიანი-ობობას ფორმით.

კომიქსების გმირის ფორმაში გამოწყობილი იყო 27 წლის მატია ვილარდიტა, რომელიც გასულ წელს იტალიის პრეზიდენტმა სერჯო მატარელამ საბავშვო საავადმყოფოებში მუშაობისთვის დააჯილდოვა.

„მე ვიცვამ ადამიანი–ობობას კოსტიუმს, რათა ყველაზე პატარა პაციენტებს ღიმილი მოვგვარო“, – განმარტა იტალიელმა „სუპერგმირმა“.

ის პონტიფიკოსთან იმისთვის მივიდა, რომ რომის პაპისთვის ეჩუქებინა ნიღაბი, რომლის საშუალებითაც ის ავადმყოფი ბავშვების ტანჯვას უყურებს. მან სასულიერო პირებს პატარების დალოცვაც სთხოვა.

  • „ნამდვილი სუპერგმირები არიან ავადმყოფი ბავშვები და მათი ახლობლები, რომლებიც ბრძოლას იმედიანად და შემართებით განაგრძობენ“, – დაამატა ვილარდიტამ.

პირველად პორტის თანამშრომელმა სუპერგმირის ნიღაბი ოთხი წლის წინ გაიკეთა. მას თავად აქვს მძიმე დაავადება და 19 წლის განმავლობაში არაერთხელ წოლილა გენუის საბავშვო საავადმყოფოში.

„როდესაც მარტო ვიწექი ლოგინში, ძალიან მინდოდა, რომ ადამიანი-ობობა შემოსულიყო ფანჯრიდან ჩემს ოთახში“, – გაიხსენა მან.

ვილარდიტამ ასევე დაამატა, რომ კორონავირუსის პერიოდში მკაცრი საკარანტინო ზომების დროსაც ცდილობდა პატარების გახარებას, მან 1400-ზე მეტი ვიდეოზარი განახორციელა, შესაძლებლობის შემთხვევაში კი სტუმრადაც მიდიოდა ბავშვებთან და მათ მხიარულ დღესასწაულს ჩუქნიდა.

27

ძლიერი მიწისძვრა და პანიკა პერუში ვიდეო

78
(განახლებულია 16:40 24.06.2021)
პერუს დედაქალაქ ლიმაში, წყნარი ოკეანის სანაპიროზე ქვათაცვენა დაიწყო, სერიოზულად არავინ დაშავებულა.

სამშაბათს, 22 ივნისს პერუში 5,8 ბალიანი მიწისძვრა მოხდა. ამის შესახებ იუწყება ABC News.

ბიძგები იგრძნობოდა ქვეყნის დედაქალაქ ლიმაშიც. წყნარი ოკეანის სანაპიროს სავალ ნაწილზე ქვათა ცვენაც მოხდა.

ლიმას მკვიდრები მიწისძვრის დროს სახლიდან გარეთ გამოვიდა.

პერუში მსგავსი მოვლენა ხშირია, ქვეყანა წყნარი ოკეანის ე.წ. ცეცხლოვან ზოლზე მდებარეობს.

78
ღვინო

ლონდონში ქართულმა ღვინომ ბრიტანელი ექსპერტების საუკეთესო შეფასება მიიღო

0
დეგუსტაციაზე წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინო, რომელიც დიდი ბრიტანეთის ბაზარზე უკვე ხელმისაწვდომია.

თბილისი, 24 ივნისი – Sputnik. ლონდონში ქართული ღვინის დეგუსტაცია გაიმართა, ნათქვამია ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ღონისძიება ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი ბრიტანული კომპანიის Swirl Wine Group ორგანიზებით გაიმართა, რომელსაც საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი გაერთიანებულ სამეფოში სოფიო ქაცარავა დაესწრო.

სააგენტოს ინფორმაციით, ქართული ღვინის ადგილობრივმა იმპორტიორებმა დეგუსტაციაზე 50-ზე მეტი ქართული ღვინის სხვადასხვა ბრენდი წარმოადგინეს, რომლებიც უკვე ხელმისაწვდომია დიდი ბრიტანეთის ბაზარზე.

„წარმოდგენილი იყო 50-ზე მეტი ქართული ღვინის მწარმოებელი კომპანიის 100-მდე დასახელების ღვინოები, რომლებიც ამ ეტაპზე, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, ცდილობენ ქართული ღვინის სტრატეგიულ, დიდი ბრიტანეთის ბაზარზე დამკვიდრებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

ქართული ღვინის დეგუსტაცია  ლონდონის პრესტიჟულ რესტორან Trivet-ში ჩატარდა, რომლის ღვინის მენიუც შედგენილია ღვინის განსაკუთრებულ ისტორიაზე დაფუძნებით. ამ აღიარებულ რესტორანში საქართველოს, როგორც ღვინის სამშობლოს, შესაბამისი ადგილი უკავია მსოფლიოს სხვა საუკეთესო ღვინოებს შორის.

0