ქართველმა მებრძოლმა რუსთან დაპირისპირებისას გონება დაკარგა

გამოწერა
ქართველმა სპორტსმენმა დავით მიკროპულომ 1 დეკემბერს მოსკოვში რუს ყურბან ზაინულაბიდოვთან შერეულ ორთაბრძოლაში გონება დაკარგა.

ტურნირში ორი ქართველი მებრძოლი მონაწილეობდა. მიკროპულოსთან ერთად რინგზე გავიდა ედუარდ ხუნწარიაც.

მიკროპულოს ბრძოლა საკმაოდ დრამატული აღმოჩნდა. შეხვედრის დასაწყისიდანვე იგრძნობოდა რუსი სპორტსმენის უპირატესობა. პირველი რაუნდის ბოლოს ზაინულაბიდოვმა მოგუდვა გაუკეთა ქართველ მეტოქეს, რის შედეგადაც მან გონება დაკარგა, მსაჯს მატჩის შეჩერება მოუწია.

დავით მიკროპულო რამდენიმე წუთში ექიმებმა გამოაფხიზლეს.

რაც შეეხება ედუარდ ხუნწარიას, მანაც წააგო ბრძოლა ტაჯიკ მეტოქე იუსუფ იმომერბეკოვთან. თუმცა, მიკროპულოსგან განსხვავებით, ხუნწარიამ ოპონენტს ძლიერი წინააღმდეგობა გაუწია.

გამარჯვებულებს ჩემპიონთა ქამრები და თასები გადასცეს.

ყველა ახალი ამბავი
0