(0:58 / 6.77Mb / просмотров видео: 131)

თბილისის ცენტრი კვლავ აქციებმა მოიცვა: მომიტინგეებმა რუსთაველის გამზირი გადაკეტეს - ვიდეო

93
(განახლებულია 22:24 14.11.2019)
ათასობით დემონსტრანტმა რუსთაველის გამზირი გადაკეტა საქართველოს კონსტიტუციაში კანონის ცვლილების ჩავარდნის მიმართ პროტესტის გამოსახატად. საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში დღეს არჩევნების პროპორციულ სისტემაზე გადასვლა განიხილებოდა

ხუთშაბათს დილით საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში ცვლილებას მისცა ხმა. მმართველი პარტია საკუთარ მაჟორიტარებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ოპოზიცია ცვლილების მომხრე იყო, ხმების რაოდენობამ 101 შეადგინა, კანონპროექტის დასამტკიცებლად კი საჭირო იყო მინიმუმ 113. პროტესტის ნიშნას პარლამენტთან დღისით სპონტანურად გაიმართა აქცია, რომელიც საღამოს მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა.

 

93

ბეირუთში მომხდარი დიდი აფეთქება თვითმხილველებმა ვიდეოზე აღბეჭდეს ვიდეო

169
(განახლებულია 14:46 05.08.2020)
ლიბანის დედაქალაქსა და ყველაზე დიდი ქალაქში – ბეირუთში დიდი აფეთქება მოხდა. იხილეთ შემაძრწუნებელი კადრები ტრაგედიის ადგილიდან.

წინასწარი ინფორმაციით, ქალაქის პორტში პიროტექნიკის საწყობი აფეთქდა. განიხილება სხვა ვერსიებიც. აფეთქების ტალღამ ლიბანის დედაქალაქის ყველა უბანს გადაუარა. აფეთქებამ გამოიწვია ნგრევა, რამდენიმე კილომეტრის რადიუსში კი სახლებს მინები ჩაუმსხვრია. ინფორმაცია დაღუპულებისა და დაშავებულების შესახებ ჯერ კიდევ დგინდება.

169

ცხოვრება სტიქიის შემდეგ: რაჭაში წყალდიდობის შედეგების აღმოფხვრაზე მუშაობენ ვიდეო

117
(განახლებულია 20:02 03.08.2020)
რაჭაში გადაუღებელი წვიმის გამო მოვარდნილი წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაცია და აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ კადრები შემთხვევის ადგილიდან.

რაჭაში ძლიერი წვიმების შედეგად კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარეები, რომლებმაც ონის რაიონში დააზიანა სახლები, გზები და ინფრასტრუქტურა. ადიდებულმა მდინარეებმა დატბორა მიმდებარე ტერიტორიები. 12 სოფელი, რომლებშიც 2 ათასამდე მოსახლეა, გარე სამყაროს მოსწყდა.

სტიქიური უბედურების ზონაში მცხოვრებთა ევაკუაცია სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით განხორციელდა.

ახლა რაჭაში მიმდინარეობს გზისა და ინფრასტრუქტურის აღდგენითი სამუშაოები. წინასწარი შეფასებით, წყალდიდობის შედეგების აღმოსაფხვრელად 150 მილიონი ლარი იქნება საჭირო.

117
სასამართლო

დაკავებული ექიმების საქმე: სასამართლოს გადაწყვეტილება ცნობილია

0
ქართველი ექიმები თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორისა და ექიმების მხარდამჭერ აქციებს ატარებენ

თბილისი, 5 აგვისტო — Sputnik.  თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა, ორი ექიმი კი განაჩენს საპატიმროში დაელოდება, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

საავადმყოფოს დირექტორი გიორგი ლობჟანიძე და ექიმი ვახტანგ ყიფიანი სამშაბათს დააკავეს. იმავე დღეს გენერალურმა პროკურატურამ ბრალი დაუსწრებლად წარუდგინა ანესთეზიოლოგ მაგდა ხოჭოლავას, რომელიც იტალიაში მუშაობს.

სასამართლოს გადაწყვეტილებით,  კლინიკის  დირექტორი გიორგი ლობჟანიძე საპატიმროს 100 ათასი ლარის ოდენობით გირაოს გადახდის შემდეგ დატოვებს, რაც შეეხება ხოჭოლავას, მას სასამართლომ დაუსწრებლად  პატიმრობა შეუფარდა. 

ექიმების საქმე ეხება ოპერაციას, რომელიც 2018 წელს ახალგაზრდა გოგონას ჩუტარდა. გოგონამ კლინიკას კონსულტაციისთვის მიმართა, ყიფიანი კი გოგონას დაპირდა, რომ გამოკვლევის შედეგებს იტალიაში გადააგზავნიდნენ.  ასევე მან პაციენტი დაარწმუნა, რომ ქირურგიულ ოპერაციას იტალიელი ექიმები ჩაუტარებდნენ. გოგონა დათანხმდა, ოპერაცია კი თავად ყიფიანმა, მაგდა ხოჭოლავას დახმარებით  ჩაატარა. მოგვიანებით მათ განმეორებით ჩაატარეს ოპერაცია, რომლის შემდეგაც გოგონა კომაში ჩავარდა.

გამოძიების ცნობით, ყიფიანს მსგავსი ოპერაციის ჩატარებისთვის კანონით გათვალისწინებული შესაბამისი კვალიფიკაცია არ ჰქონდა, ხოჭოლავას კი საერთოდ არ ჰქონდა ოპერაციებზე დაშვების უფლება, რადგანაც კონსულტანტად მუშაობდა. გარდა ამისა, ოპერაციის დროს მათ შეცდომები დაუშვეს, რამაც პაციენტის მდგომარეობა გაართულა.

რაც შეეხება კლინიკის დირექტორ გიორგი ლობჟანიძეს, გამოძიება  ბრალს სდებს იმაში, რომ მან არ გააკონტროლა ოპერაცია და არ შეამოწმა მედპერსონალის შესაბამისი ლიცენზიის არსებობის საკითხი.

ბრალდებებს კატეგორიულად არ ეთანხმებიან ექიმები, რომლებიც ბრალდებული კოლეგების მხარდამჭერ წერილებს აქვეყნებენ.

0
თემები:
შემთხვევები საქართველოში