(0:47 / 4.62Mb / просмотров видео: 149)

ავარია აჭარაში: გზაზე სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა - ვიდეო

65
აჭარაში მომხდარი ავარიის შედეგად, სადაც ბათუმიდან ქედაში მიმავალი სამგზავრო ავტობუსი გადატრიალდა, 15 ადამიანი დაშავდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს კადრები შემთხვევის ადგილიდან

ორი დაშავებული ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ქედაში აღმოუჩინეს. ავტობუსის ყველა მგზავრი, არსებული მონაცემებით, ადგილობრივია.

ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე „ტრანსპორტის ექსპლუატაციის წესების დარღვევის“ მუხლით, რაც ითვალისწინებს პატიმრობას ოთხ წლამდე ვადით ან ჯარიმას და თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.

65