პაციენტი სასწრაფო დახმარების მანქანიდან ისე გადავარდა, რომ ექიმებმა ვერ შენიშნეს ვიდეო

9365
(განახლებულია 18:50 28.10.2019)
სასწრაფო დახმარების ექიმებს პაციენტი მანქანიდან ისე გადაუვარდათ, რომ მომხდარი ვერც შეამჩნიეს. და ალბათ ვერც შენიშნავდნენ, რომ არა მათ უკან მიმავალი ავტომობილი.

შემთხვევა, რომელიც გამვლელი მანქანის ვიდეორეგისტრატორმა დააფიქსირა, უკრაინაში, დნეპროპეტროვსკის ოლქში მოხდა 26 ოქტომბრის დილის 11 საათზე.

როგორც ირკვევა, სწორედ უკან მიმავალი ავტომობილის მძღოლმა მიიპყრო მედიკოსების ყურადღება გაბმული სიგნალებით, თავად კი დაშავებულის დასახმარებლად გაეშურა.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, პაციენტს დახმარება არ სჭირდებოდა. წინასწარი მონაცემებით, ის მთვრალი იყო და საერთოდ უარს ამბობდა ჰოსპიტალიზაციაზე. მიუხედავად ამისა, ექიმებმა ის მანქანაში მოათავსეს და საავადმყოფოში წაიყვანეს. გზაში მამაკაცი წამოდგა, მანქანის უკანა კარი გააღო და „გადავიდა“. 

პაციენტის ჰოსპიტალიზაცია საბოლოოდ მაინც მოხერხდა, ოღონდ უკვე პოლიციის დახმარებით.

9365
თემები:
მსოფლიო დღეს (1655)

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

274
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

274

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში

203
(განახლებულია 15:01 22.05.2020)
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რომელიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა აკრძალვები მოქმედებდა საქართველოში ორი თვის განმავლობაში და რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით დაწესდა, თუმცა მოგვიანებით 22 მაისამდე გაგრძელდა.

ქვეყანაში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, ფუნქციონირებდა მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ხელისუფლებამ დააწესა საკომენდანტო საათი, რომელიც ღამის 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებდა. ასევე აკრძალული იყო სამ ადამიანზე მეტის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავალდებულო იყო სოციალური დისტანციის დაცვა ორი მეტრის დაშორებით.

ნებისმიერი დარღვევა ისჯებოდა დიდი ჯარიმით: 3 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის და 15 000 ლარი იურიდიული პირებისათვის.

27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება დაიწყო. ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ გაართულებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ქვეყანაში.

203
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: პაციენტების 78% მეტი გამოჯანმრთელდა

0
(განახლებულია 10:37 28.05.2020)
ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 166 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სამჯერ და მეტად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას.

თბილისი, 28 მაისი – Sputnik. საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებული ადამიანების რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 16-ით გაიზარდა. გამოჯანმრთელებულთა რიცხვი ყოველდღიურად იზრდება და ამჟამად 573-ს შეადგენს, აღნიშნულია მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.  

ამ დროისათვის კორონავირუსის დიაგნოზით კლინიკებში 153 პაციენტი მკურნალობს, ხოლო გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა უკვე სამჯერ და მეტად გადააჭარბა ინფიცირებულთა რაოდენობას. 

ამჟამად კორონავირუსი დადასტურებული აქვს 738 ადამიანს. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობამ 573-ს (78%) მიაღწია. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3076, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 250 პაციენტია. გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის გამოვლენის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. 21 მარტს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისამდე გაგრძელდა.



0
თემები:
COVID-19 საქართველოში