მუსლიმ სპორტსმენს შემთხვევით ჰიჯაბი მოძვრა და... ნახეთ, რა მოხდა ამის შემდეგ

გამოწერა
შემთხვევამ, რომელიც ქალ ფეხბურთელთა შორის WAFF-ის ფარგლებში მიმდინარე მატჩისას მოხდა, მილიონობით ადამიანი აღაფრთოვანა. მომენტის ამსახველმა ვიდეორგოლმა მილიონობით ნახვა დააგროვა

ქალთა შორის WAFF-ის ფარგლებში მიმდინარე მატჩისას, როდესაც ერთმანეთს „არაბული მართლმორწმუნეთა კლუბი“ და იორდანული „შაბაბ ალ-ორდონი“ ხვდებოდნენ, იორდანელმა მოთამაშემ შემთხვევით ხელი გაკრა მოწინააღმდეგე გუნდის მუსლიმ წევრს და ჰიჯაბი გადახადა.

იორდანელი სპორტსმენები უცებ გაერკვნენ  ვითარებაში და მჭიდრო რგოლად შემოეკვრნენ მეტოქეს და საშუალება მისცეს მას, თამამად და თავისუფლად გაესწორებინა ჰიჯაბი, რათა მაყურებელს მისი თმები არ დაენახა.

ეს კადრები სოციალურ ქსელში აიტვირთა და მაშინვე ვირუსულად იქცა. ამ დროისათვის  ვიდეორგოლს მილიონობით ნახვა და გაზიარება აქვს. 

ყველა ახალი ამბავი
0