ავტოსაგზაო შემთხვევა თბილისი–რუსთავის მაგისტრალზე ლეტალური შედეგით დასრულდა ვიდეო

153
(განახლებულია 20:21 16.10.2019)

თბილისი–რუსთავის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს მოტოციკლი და „მიცუბიშის“ მარკის მიკროავტობუსი შეეჯახა.

ავარიის შედეგად ადგილზე გარდაიცვალა 41 წლის მამაკაცი.

შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ სასწრაფო სამედიცინო დახმარების, სახანძრო-სამაშველო და საპატრულო პოლიციის ეკიპაჟები.

ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6-ე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

153