პოლიციამ ბათუმში განსაკუთრებით დიდი ოდენობით ჰეროინი ამოიღო ვიდეო

84
(განახლებულია 13:27 15.10.2019)

შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის განყოფილების თანამშრომლებმა ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად 1973 წელს დაბადებული თურქეთის რესპუბლიკის მოქალაქე მ.ი. განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით ბათუმში დააკავეს.

ჩადენილი დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სამართალდამცველებმა მისი პირადი და დროებით საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 32 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება ჰეროინი ამოიღეს. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

 

84

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

274
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

274

საქართველო vs კორონავირუსი: საგანგებო მდგომარეობის ორი თვე ორ წუთში

204
(განახლებულია 15:01 22.05.2020)
საქართველოში საგანგებო მდგომარეობა დასრულდა, რომელიც კორონავირუსი COVID-19-ის გავრცელების საფრთხის გამო დაწესდა

იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, რა აკრძალვები მოქმედებდა საქართველოში ორი თვის განმავლობაში და რა ზიანი მიადგა სახელმწიფოს.

საგანგებო მდგომარეობა საქართველოში 21 მარტს გამოცხადდა. თავდაპირველად საგანგებო მდგომარეობა ერთი თვით დაწესდა, თუმცა მოგვიანებით 22 მაისამდე გაგრძელდა.

ქვეყანაში დაიკეტა სავაჭრო ობიექტები, ფუნქციონირებდა მხოლოდ სასურსათო მაღაზიები და აფთიაქები. ხელისუფლებამ დააწესა საკომენდანტო საათი, რომელიც ღამის 21:00-დან დილის 06:00 საათამდე მოქმედებდა. ასევე აკრძალული იყო სამ ადამიანზე მეტის შეკრება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში, სავალდებულო იყო სოციალური დისტანციის დაცვა ორი მეტრის დაშორებით.

ნებისმიერი დარღვევა ისჯებოდა დიდი ჯარიმით: 3 000 ლარი ფიზიკური პირებისთვის და 15 000 ლარი იურიდიული პირებისათვის.

27 აპრილიდან შეზღუდვების ეტაპობრივი გაუქმება დაიწყო. ხელისუფლება იმედს იტოვებს, რომ შეზღუდვების შემსუბუქება არ გაართულებს ეპიდემიოლოგიურ სიტუაციას ქვეყანაში.

204
ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე:  ჯარიმების მთლიანად ჩამოწერა ალბათ მიუღებელი იქნება

0
(განახლებულია 11:26 28.05.2020)
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.

თბილისი, 28 მაისი - Sputnik. ჯარიმების მთლიანად ჩამოწერა მიუღებელია, რადგან  ეს არ არის პირველი და უკანასკნელი საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადდა, განაცხადა მმართველი პარტია „ქართული ოცნება -დემოკრატიული საქართველოს“ დეპუტატმა ირაკლი კობახიძემ  საგანგებო მდგომარეობის დროს მოსახლეობის ჯარიმების ჩამოწერის საკითხთან დაკავშირებით. 

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, 7 777 ჯარიმა გამოიწერა. საგანგებო მდგომარეობის რეჟიმისა და კომენდანტის საათის დარღვევისთვის ჯარიმა ფიზიკური პირებისთვის შეადგენდა 3 ათას ლარს, იურიდიული პირებისთვის – 15 ათას ლარს.
გავრცელებული ინფორმაციით, საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს გამოწერილი ჯარიმების საერთო მოცულობამ 25 მილიონ ლარს გადააჭარბა.

კობახიძის განმარტებით, ჯარიმების ჩამოწერის საკითხზე აუცილებელია მსჯელობა, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს როგორც მოსახლეობის ინტერესები, ასევე ისიც, რომ მომავალში საგანგებო მდგომარეობა იყოს სწორად მართული.

„შეზღუდვების რეალიზების აუცილებელი პირობა ჯარიმებია, ამიტომაც თუ საზოგადოებას ეცოდინება, რომ  სანქციები არაფერს ნიშნავს და მათი ჩამოწერა შეიძლება ერთი ხელის მოსმით მოხდეს, პრევენციული თვალსაზრისით ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას წარმოადგენს. ჩვენ ასევე გვესმის, რომ ეს ჯარიმები ჩვენი მოქალაქეებისთვის მძიმე ტვირთია, ამიტომაც საკითხი სიღრმისეულ მსჯელობას საჭიროებს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველ არხზე. 

ოპოზიციურმა პარტია „ევროპულმა საქართველომ“   პარლამენტში უკვე დაარეგისტრირა კანონპროექტი, რომელიც მოქალაქეებისთვის 3000-ლარიანი ჯარიმების ჩამოწერას ითვალისწინებს.

მმართველ გუნდში კი აღნიშნავენ, რომ ჯარიმების პრობლემა ყველაზე არაპოპულარულია, თუმცა,  პრობლემის განხილვა საინტერესო იქნება.

„ოპოზიცია ითხოვს ზუსტად არჩევნების წინ ამ დავალიანებების ჩამოწერას. თუმცა, ჩვენ ვიმსჯელებთ არა იქიდან გამომდინარე, თუ როდის ტარდება არჩევნები, არამედ იმის გათვალისწინებით, თუ რა არის საჭირო მომავალში საგანგებო მდგომარეობის  სწორად მართვისთვის“, – აღნიშნა  კობახიძემ.

საქართველოს მოქალაქეებმა, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის მოქმედების დროს სხვადასხვა ადმინისტრაციული დარღვევისთვის დაჯარიმდნენ, 23 მაისიდან ყველა ჯარიმა და საურავი უნდა გადაიხადონ.

საგანგებო მდგომარეობის დროს, რომელიც საქართველოში 21 მარტიდან 23 მაისამდე მოქმედებდა, ყველა ადმინისტრაციული ჯარიმის გადახდა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობის დასრულებამდე გადაიდო.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში