ათასობით მორწმუნემ მცხეთაში სვეტიცხოვლობა აღნიშნა – ვიდეო

გამოწერა
საქართველოში 14 ოქტომბერს დიდ რელიგიურ დღესასწაულს – სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ, რომელიც უფლის კვართსა და ღმრთივბრწყინვალე და მირონმდინარი კვართს ეძღვნება. როგორ მოიყარა ათასობით მორწმუნემ თავი ამ დღეს სვეტიცხოველთან – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში

საქართველოში 14 ოქტომბერს დიდ რელიგიურ დღესასწაულს – სვეტიცხოვლობას აღნიშნავენ, რომელიც უფლის კვართსა და ღმრთივბრწყინვალე და მირონმდინარი კვართს ეძღვნება. როგორ მოიყარა ათასობით მორწმუნემ თავი ამ დღეს სვეტიცხოველთან – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

საქართველოში 14 ოქტომბერი დღესასწაულია. ტრადიციულად ზეიმის ეპიცენტრში ამ დღეს ხვდება საქართველოს ისტორიული დედაქალაქი მცხეთა და სვეტიცხოველი, სადაც მორწმუნეები დილიდან მიდიან მთელი ქვეყნიდან.

მცხეთელებისთვის და ქალაქის სტუმრებისთვის დაგეგმილია სპორტული და სანახაობრივი ღონისძიებები, სოფლის მეურნეობის პროდუქტების გამოფენა-გაყიდვები, საკარნავალო მსვლელობები, კონცერტები, „მცხეთის საპატიო მოქალაქის“ წოდების ლაურეატთა დაჯილდოება და სხვა მრავალი.

სადღესასწაულო განწყობას ხელს უწყობს კარგი ამინდიც.

დღე გალა-კონცერტით დასრულდება.

 

ყველა ახალი ამბავი
0