(0:50 / 6.37Mb / просмотров видео: 199)

„თბილისობა-2019“: თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები ქალაქის დღეს აღნიშნავენ - ვიდეო

64
(განახლებულია 16:51 05.10.2019)

საქართველოს დედაქალაქი შაბათ-კვირას აღნიშნავს ტრადიციულ დღესასწაულს - „თბილისობას“. უყურეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ მიმდინარეობს ზეიმი

საქართველოს დედაქალაქში დილიდან ზეიმობენ შემოდგომის ერთ-ერთ ყველაზე საყვარელ დღესასწაულს - „თბილისობა-2019“. სადღესასწაულო ღონისძიებები წელს ოთხ ლოკაციაზე – რიყეზე, ლეღვთახევში, მეტეხის ხიდსა და ორბელიანის მოედანზე ჩატარდება.

რიყის პარკში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ყოველწლიურ გასტრონომიულ ფესტივალში, დააგემოვნოთ ქართული ტკბილეული. დღესასწაულის ყველაზე ახალგაზრდა სტუმრები მიიღებენ მონაწილეობას სპორტულ შეჯიბრებებში. სპეციალურად ბავშვებისთვის ორგანიზატორები კონცერტს მოაწყობენ. შემდეგ, საღამოსკენ, სტუმრებს ელოდება ინსტალაცია „ფიროსმანის პერსონაჟები".

განახლებულ ორბელიანის მოედანზე სტუმრებს ელოდება ყვავილების ფესტივალი, ქართული კინოსა და მუსიკის პავილიონები, ბაზრობა და კარნავალი.
მეტეხის ხიდზე გამოიფინება რარიტეტული ავტომობილები, ლეღვთახევის ხეობაში ღია ცის ქვეშ სტუმრებს გამოფენა ელოდება.
გასართობი პროგრამის დასრულების შემდეგ, 20:00 საათზე, ორბელიანის მოედანზე გაიმართება გალა-კონცერტი, რომელიც ეძღვნება გამოჩენილი ქართველი კომპოზიტორის გია ყანჩელის ხსოვნას, და საპატიო თბილისელებისთვის დაჯილდოების ცერემონია.

თბილისობის დღესასწაულის პროგრამა გაგრძელდება კვირას, 6 ოქტომბერს. მთავარი მოვლენა გახდება აკრობატების საჰაერო თეატრ Muare Experience-ს სპექტაკლი - ესპანელი და ბრიტანელი არტისტების ერთობლივი პროექტი, რომლებიც თბილისში საერთაშორისო თეატრალური ფესტივალში მონაწილეობენ.

წელს „თბილისობა“ 35-ედ აღინიშნება. პირველად დედაქალაქის დღე 1979 წლის ოქტომბერში აღნიშნეს. რთული სოციალურ–ეკონომიკური ვითარების გამო 1989 წლიდან 1994 წლამდე ეს დღესასწაული არ იმართებოდა.
2018 წლიდან „თბილისობა“ ყოველწლიურად იმართება ოქტომბრის პირველ შაბათ–კვირას და არა თვის ბოლოს, როგორც ეს ადრე იყო მიღებული.

64
თეგი:
თბილისი, საქართველო

პოლიციამ ბათუმში მომხდარი დაჭრის ფაქტზე ერთი პირი დააკავა - ვიდეო

13
აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ - საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბათუმში 1994 წელს დაბადებული რ. ი. განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით დააკავეს

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ურთიერთშელაპარაკებისას დის ყოფილ მეუღლეს - 1994 წელს დაბადებულ მ.ვ.-ს, ცივი იარაღის გამოყენებით

სხეულზე ჭრილობები მიაყენა. დაჭრილი სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. პოლიციამ

ბრალდებული მომხდარიდან მალევე დააკავა.

პოლიციამ ნივთმტკიცების სახით დანა ამოიღო.

განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.

დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

13

პროტესტი აშშ-ში: როგორ ცდილობენ ამერიკელები რუსეთზე დანაშაულის გადაბრალებას

78
(განახლებულია 23:35 01.06.2020)
ამერიკის შეერთებულ შტატებში გრძელბდება ფართომასშტაბიანი საპროტესტო გამოსვლები აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის გამო. მამაკაცი მაისის ბოლოს მინესოტას შტატში პოლიციის მიერ დაკავების შემდეგ გარდაიცვალა

ინციდენტმა პროტესტი გამოიწვია მთელი ქვეყნის მასშტაბით. უკვე რამდენიმე დღეა, რაც ასობით ადამიანი გამოდის მინეაპოლისის ქუჩებში, ნიუ იორკში, ვაშინგტონში და აშშ-ის სხვა დიდ ქალაქებში, პოლიციის თვითნებობის წინააღმდეგ პროტესტის ნიშნად.

ბევრგან მშვიდობიანი დემონსტრაცია სწრაფად გადაიზარდა არეულობასა და პოლიცისთან შეტაკებაში. მონაწილეებმა დაარბიეს და გაძარცვეს მაღაზიები, ჩაამსხვრიეს ფანჯრები და ცეცხლი მოუკიდეს ნაგვის ურნებს. პროტესტის დროს, რია ნოვოსტის კორესპოდენტი მიხაილ ტურგიევივ დაზარალდა, რის გამოც რუსეთის საელჩომ სახელმწიფო დეპარტამენტს მიმართა. ამავდროულად, რამდენიმე შტატში პოლიციის დასახმარებლად აშშ-ის ეროვნული გვარდიის ნაწილები გამოიყო, თუმცა, ვერც მათ და ვერც რეზინის ტყვიებმა და ცრემლსადენმა გაზმა ვერ შეაჩერეს პროტესტი. ამ ფონზე, სუზან რაისმა, ბარაკ ობამას ყოფილმა მრჩეველმა, ბრალი წაუყენა რუსეთს. ამჯერად რა დააშავა მოსკოვმა და რა საერთო აქვს დონალდ ტრამპის ბუნკერს ამ ისტორიასთან - ჩვენც ვიდეოში გიამბობთ.

78
ტრანსპორტი

ვინ და რატომ აძვირებს საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობას

0
(განახლებულია 15:16 02.06.2020)
მძღოლებმა მგზავრობის ღირებულების მნიშვნელოვანი მომატება გადაწყვიტეს, რადგანაც ამ ეტაპზე ისინი გაცილებით ნაკლებ მგზავრს ემსახურებიან.

 

თბილისი, 2 ივნისი - Sputnik.  საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტით მგზავრობა თითქმის 2,5–ჯერ ძვირდება, იუწყება ტელეკომპანია Imedi. 

საქართველოში საქალაქთაშორისო ტრანსპორტის მოძრაობა, რომელიც კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 24 მარტს აიკრძალა, 8 ივნისიდან აღდგა.

მგზავრობის საფასურის გაძვირების მიზეზად მძღოლები სოციალური დისტანციის დაცვის აუცილებლობას ასახელებენ, როს გამოც მათ გაცილებით ნაკლები რაოდენობის მგზავრების მომსახურება უწევთ.

მძღოლების სიტყვებით, ადრე სამარშრუტო ტაქსები ბოლომდე ივსებოდა და ერთდროულად 22 ადამიანი გადაჰყავდათ. ახლა კი მათ გაცილებით ნაკლები ადამიანი გადაჰყავთ, რამაც ფასების ზრდა გამოიწვია.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში