რას ფიქრობს ხალხი, ანუ როგორი უნდა იყოს „თბილისობა“?

გამოწერა
„Sputnik–საქართველოს“ გადამღები ჯგუფი ქალაქის ქუჩებში გავიდა და გამვლელებს მიმართა შეკითხვით: როგორი უნდა იყოს „თბილისობა“? ნახეთ ვიდეო, როგორ წარმოუდგენიათ თბილისელებს ტრადიციული დღესასწაული

„Sputnik–საქართველოს“ გადამღები ჯგუფი ქალაქის ქუჩებში გავიდა და გამვლელებს მიმართა შეკითხვით: როგორი უნდა იყოს „თბილისობა“? ნახეთ ვიდეო, როგორ წარმოუდგენიათ თბილისელებს ტრადიციული დღესასწაული.  

„თბილისობა“ – ყოველწლიური საშემოდგომო დღესასწაულია, რომელიც პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს გაიმართა და რომელიც ტრადიციულად იქცა. თუმცა 1990-იანი წლების დასაწყისში ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების გამო ის რამდენიმე წლის განმავლობაში აღარ ეწყობოდა და მხოლოდ 1995 წელს განახლდა.

მას შემდეგ ქალაქის ზეიმი შაბათ-კვირას ტარდება და ამ ყველაფერს ერთგვარი ფესტივალის სახე აქვს: საშემოდგომო ჭირნახულის ბაზრობებით, კონცერტებით, სპორტული შეჯიბრებებითა და, რაღა თქმა უნდა, საპატიო თბილისელების არჩევა–დაჯილდოებით. 

 

ყველა ახალი ამბავი
0