ხანძარი „თერგში“: თბილისის ცენტრში ცეცხლს 80 მეხანძრე აქრობდა

გამოწერა
თბილისის ცენტრში, რკინიგზის ცენტრალური სადგურის სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ცენტრ „თერგში“ ხანძარი გაჩნდა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან

თბილისის ცენტრში, რკინიგზის ცენტრალური სადგურის სიახლოვეს მდებარე სავაჭრო ცენტრ „თერგში“ ხანძარი გაჩნდა. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო შემთხვევის ადგილიდან.

ცეცხლი, სავარაუდოდ, სავაჭრო ცენტრის მეორე სართულზე მდებარე საწყობში გაჩნდა. ბოლო მონაცემებით, ღია ცეცხლი 200 კვ.მ ფართობზე იყო გავრცელებული. ადგილზე 15 სახანძრო ბრიგადა და 80 მეხანძრე მუშაობდა. ამ დროისათვის ცეცხლი ჩამქრალია. 

ადგილზე მყოფი მოვაჭრეები აცხადებენ, რომ ხანძარი, სავარაუდოდ, ელექტროენერგიის მოკლე ჩართვამ გამოიწვია, თუმცა ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.

 

ყველა ახალი ამბავი
0