მრავალშვილიანმა კაცმა უცნობი გოგონა ალმოდებული ბინის ფანჯრიდან ამოიყვანა: ვიდეო

170
(განახლებულია 16:01 26.09.2019)

რუსეთის ქალაქ ნიჟნევარტოვსკში წარმოშობით ჩეჩენმა მამაკაცმა ალი ომაროვმა უცნობი გოგონა დაღუპვას გადაარჩინა. 

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ქუჩაში მიდიოდა, როდესაც ყვირილი შემოესმა – ვიღაც შველას ითხოვდა. ალი ომაროვმა აიხედა და დაინახა, როგორ გამოდიოდა კვამლის ბოლქვები მრავალსართულიანი სახლის ერთ-ერთი ფანჯრიდან.

ადგილზე მისულმა მეხანძრეებმა კარის შემტვრევა ვერ შეძლეს. ცეცხლი კი თანდათან ძლიერდებოდა. ამიტომ ალი ერთი სართულით მაღლა მდებარე ბინაში შევიდა და საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად ამოიყვანა გოგონა ქვედა სართულის ბინის ფანჯრიდან. 

 

170