კახეთში რთველმა პიკს მიაღწია. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, როგორ მიმდინარეობს „ვაზის ქორწილი“.
რთვლობა საქართველოში ლამის ისევე უყვართ, როგორც ახალი წელი ან საკუთარი დაბადების დღე. ეს ხომ შესანიშნავი საბაბია ნათესავ-მეგობრების თავმოსაყრელად და მოსავლის აღების აღსანიშნავად; მოსავლისა, რომელიც კახეთის მოსახლეობის შემოსავლის უმთავრესი წყაროა.
წელს კახელები სხვადასხვა ჯიშის ყურძნის 200-250 ათას ტონა მოსავალს ელოდებიან. ამ დროისათვის ყოველდღიურად 9 ათასი ტონა ყურძენი მუშავდება, რაც რეკორდული მაჩვენებელია ბოლო 30 წლის განმავლობაში.
მოსავლის დიდ ნაწილს მოსახლეობა ღვინის ქარხნებს აბარებს, ყველაზე საუკეთესო ნაწილს კი ოჯახებში იტოვებენ ქვევრებში ღვინის დასაყენებლად.