სასკოლო ფორმა საქართველოში: მომხრე და მოწინააღმდეგე – ვიდეო

გამოწერა
საჭიროა თუ არა ქართულ სკოლებში თეთრი წინსაფრები და ყავისფერი კაბები გოგონებისთვის და ლურჯი კოსტიუმები ვაჟებისთვის? რას ფიქრობენ თბილისელები – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო

საჭიროა თუ არა ქართულ სკოლებში თეთრი წინსაფრები და ყავისფერი კაბები გოგონებისთვის და ლურჯი კოსტიუმები ვაჟებისთვის? რას ფიქრობენ თბილისელები – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო.

სასკოლო ფორმა საქართველოში დიდი ხნის წინ გააუქმეს (ზოგიერთი კერძო სკოლის გამოკლებით), თუმცა ეს საკითხი ჯერ კიდევ აქტუალურია ქვეყნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილში.

ერთნი ამბობენ, რომ სკოლის ფორმა კარგია და იაფია. გარდა ამისა, ფორმა აჩვევს დისციპლინას, ბადებს ერთიანობის შეგრძნებას. არ იარსებებს კონკურენცია მოსწავლეებსა და მშობლებს შორის, ბავშვებს შორის, რომლებიც სხვადასხვა მატერიალური მდგომარეობის მქონე ოჯახებიდან არიან.

ზოგიერთი ამ ყველაფერს ბავშვების უფლებების დარღვევად აღიქვამს, ფორმა თითქოს გამოხატვის თავისუფლებას ზღუდავს, უკრძალავს ბავშვებს იმის ჩაცმას, რაც მათ სურთ და ამით ინდივიდუალობის გამოვლენას უშლის ხელს. მოწინააღმდეგეთა ნაწილი სკოლის ფორმაში პიროვნებაზე ზეწოლის ელემენტებსაც ხედავს.

 

ყველა ახალი ამბავი
0