ნიუ-იორკში პატივი მიაგეს 2001 წლის 11 სექტემბრის მსვერპლთ – ვიდეო

გამოწერა
ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. იხილეთ მანათობელი ინსტალაციის კადრები, რომელმაც მეგაპოლისის ჰორიზონტი გაანათა

ნიუ-იორკში 2001 წლის 11 სექტემბრის ტერაქტის მსვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგეს. იხილეთ მანათობელი ინსტალაციის კადრები, რომელმაც მეგაპოლისის ჰორიზონტი გაანათა.

ნიუ-იორკის მკვიდრნი შეიკრიბნენ ადგილზე, სადაც ოდესღაც მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ტყუპი ცათამბჯენები იდგა, რათა პატივი მიეგოთ ტერაქტის დროს დაღუპულთათვის. მანათობელი ინსტალაციის Tribute in Light 88 პროჟექტორმა მეგაპოლისის ჰორიზონტი გაანათა. შუქის ორი ვერტიკალური კოლონა შენობების სიმბოლოდ გამოიყენეს.

11 სექტემბერს ტერორისტებმა გაიტაცეს აშშ-ის თვითმფრინავები. მათგან ორი ლაინერი მსოფლიო სავაჭრო ცენტრის ცათამბჯენებს დაეჯახა, ერთი კი – პენტაგონს. შედეგად დაიღუპა დაახლოებით 3000 ადამიანი, 6000-ზე მეტი კი დაშავდა.

 

ყველა ახალი ამბავი
0