თბილისში მეხანძრეებმა მანქანის აფეთქება აიცილეს თავიდან – ინციდენტის კადრები

გამოწერა
სამშაბათს თბილისის ცენტრში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის“ ტერიტორიაზე, „მაკდონალდსთან“ ახლოს მოხდა, სადაც ტრადიციულად ბევრი ბავშვი იყრის თავს

სამშაბათს თბილისის ცენტრში მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა. შემთხვევა მეტროს სადგურ „მარჯანიშვილის“ ტერიტორიაზე, „მაკდონალდსთან“ ახლოს მოხდა, სადაც ტრადიციულად ბევრი ბავშვი იყრის თავს.

შეშინებულმა გამვლელებმა მეხანძრე-მაშველები გამოიძახეს.

მეხანძრეები ინციდენტის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ, ხანძარი მალევე ჩააქრეს და აფეთქება თავიდან აიცილეს.

მანქანაში არავინ იჯდა, მძღოლმა დროულად დატოვა საკუთარი სატრანსპორტო საშუალება. მოგვიანებით საბარგულში ბუნებრივი აირის ბალონი აღმოაჩინეს.

ავტომობილები საქართველოში ხშირად გადაჰყავთ გაზზე, რათა საწვავის ხარჯი შეამცირონ.

ზოგ მძღოლს ფული ენანება და კუსტარულ ბალონებს აყენებს მიუხედავად იმისა, რომ ამის გამო გაზის გაჟონვა არცთუ იშვიათად ხდება და ხშირად ზარალიც საკმაოდ მძიმეა.

შსს-მ სისხლის სამართლის საქმე „ქონების განადგურების“ მუხლით აღძრა. დამნაშავეს 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

ყველა ახალი ამბავი
0