თემქაზე მკვლელობის საქმეზე ერთი პირი დააკავეს ვიდეო

76
(განახლებულია 17:56 09.09.2019)

სამართალდამცველებმა 62 წლის ქალის მკვლელობის ბრალდებით გარდაცვლილის მაზლი დააკავეს.

ბრალდებულმა თავის ძმისცოლს ანგარების მოტივით, ურთიერთშელაპარაკების დროს, ბლაგვი საგნისა და ცივი იარაღის გამოყენებით თავის არეში სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა, რის შემდეგაც სახლიდან ძვირადღირებული ნივთები გაიტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. 

პოლიციამ ბინიდან წაღებული ნივთები ნივთმტკიცებად ამოიღო.

თემქაზე 62 წლის ქალი მეხანძრე-მაშველებმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი 5 სექტემბერს იპოვეს.

76