„ფსონი გახარიაზეა“: ის, რაც ახალ პრემიერზე უნდა იცოდეთ - ვიდეო

გამოწერა
მმართველმა პარტია „ქართლმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გიოგი გახარიას ანდო. დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო

მმართველმა პარტია „ქართლმა ოცნებამ“ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა გიორგი გახარიას ანდო. დაწვრილებით - იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო

ქვეყნის ახალი ლიდერი 44 წლისაა. ის თბილისში დაიბადა, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტი, იყო SFK Group-ის გენდირექტორი და ლექტორი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

გახარია სამშობლოში 2013 წელს დაბრუნდა და ბიზნეს-ომბუდსმენი გახდა, თუმცა თავი შს მინისტრის პოზიციით დაგვამახსოვრა.

გიორგი გახარიას მოიხსენიებენ, როგორც ხისტს და კატეგორიულს. მის სახელს უკავშირდება სკანდალური რეიდები დედაქალაქის ღამის კლუბებში. მაშინ ქუჩაში გამოვიდა ღამის გართობის ასობით მოყვარული. შს მინისტრმა ისინი საკუთარი გამოჩენითა და ბოდიშის მოხდით დაამშვიდა.

გახარიას ასევე ადანაშაულებენ ანტირუსული აქციის ძალადობრივ დარბევაში. 21 ივნისის ღამე მომიტინგეები პარლამენტში შეჭრას ცდილობდნენ. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. არეულობის დროს დაშავდა 240 ადამიანი. მას შემდეგ თბილისში საპროტესტო აქციები გრძელდება, სადაც გახარიას გადადგომას მოითხოვენ.

მიუხედავად პროტესტისა, ხელისუფლებამ ფსონი მაინც გახარიაზე დადო.

საქართველოში წინასაარჩევნო რბოლა იწყება. საპარლამენტო არჩევნები 2020 წლის შემოდგომაზე გაიმართება. გახარიას მთავარი ამოცანა მმართველი პარტიის რეიტინგის გაზრდაა. გაამართლებს თუ არა „ოცნების“ იმედებს - ამას დრო გვიჩვენებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0