სხვა სამყარო: როგორ ცხოვრობს თბილისის თავშესაფარი მოხუცებისთვის – ვიდეო

გამოწერა
ქვეყნის ცხოვრების დონეს ხშირად აფასებენ იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო ასაკოვან ხალხს. ეს პანსიონატი თემქაზე მდებარეობს. მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებენ, დღეისათვის პანსიონატში 43 ადამიანი ცხოვრობს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში

ქვეყნის ცხოვრების დონეს ხშირად აფასებენ იმის მიხედვით, თუ როგორ ეპყრობა სახელმწიფო ასაკოვან ხალხს. ეს პანსიონატი თემქაზე მდებარეობს. მას სახელმწიფო ბიუჯეტიდან აფინანსებენ, დღეისათვის პანსიონატში 43 ადამიანი ცხოვრობს. დაწვრილებით – იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში.

თავშესაფრის სამსართულიანი შენობის საერთო ფართობი 12 500 კვადრატული მეტრია. აქ ცხოვრების დამაკმაყოფილებელი პირობებია. სასეირნოდ არის დიდი ეზო, ყველა ბინადარს საკუთარი ოთახი აქვს. აქ ზოგიერთი საკუთარი ჰობითაა დაკავებული, ზოგიც ფილმს უყურებს, მაგიდის ჩოგბურთს თამაშობს, ან უბრალოდ საუბრობს. სურვილის შემთხვევაში მოხუცებულებს შეუძლიათ ოჯახის წევრებთან წავიდნენ სტუმრად.

ასეთ პანსიონატში ერთი მობინადრის შენახვა სახელმწიფოს დღეში 18 ლარი უჯდება.

სამწუხაროდ, 2012 წლიდან პანსიონატი ახალ ბინადრებს ვეღარ იღებს მიუხედავად იმისა, რომ მარტოხელა და მიტოვებულ ასაკოვან ხალხში მოთხოვნა დიდია. ადმინისტრაციის თქმით, ისინი უფრო პატარა შენობაში გადასვლას ელოდებიან, ამიტომ მიღება შეჩერებულია.

საქართველოში ორი ასეთი სახელმწიფო პანსიონატია, ერთი თბილისშია, მეორე – ქუთაისში.

 

ყველა ახალი ამბავი
0