(1:33 / 10.00Mb / просмотров видео: 86)

„ღამის სერენადები“ - დიდებული ატმოსფერო და დიდი მუსიკოსები

35
(განახლებულია 10:49 04.09.2019)

თბილისსა და ბათუმში ლეგენდარული ქართველი მევიოლინის - ლიანა ისაკაძის მიერ დაარსებული საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი „ღამის სერენადები“ იმართება

წელს ფესტივალის სცენაზე კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები წარსდგებიან. მათ შორის ნანა იაშვილი (ვიოლინო, საქართველო/გერმანია), ნინო ცაგარელი (მეცო-სოპრანო, საქართველო/იტალია), ანა-ლიზა ბეზროდნაია (ვიოლინომ ინგლისი/ფინეთი), „ფორტე-ტრიო“ (ყაზახეთი), დავით შამანაური (საყვირი, საქართველო), კონსტანტინე ვარდე,ი სახელობის სიმებიანი კვარტეტი (საქართველო), ახალგაზრდა პიანისტი და კომპოზიტორი სანდრო ნებიერიძე (საქართველო) და სხვები.

ფესტივალის საღამოებზე გაიჟღერა ბეთჰოვენის, ბარბერის, ბატენი, ჩაიკოვსკის, ვივალდის, შოსტაკოვიჩისა და აზარაშვილის შედევრებმა.

საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“ 1982 წელს დაარსდა. აქამდე ღონისძიება ბიჭვინთაში იმართებოდა ყოველ ზაფხულს და საკმაო პოპულარობითაც სარგებლობდა. თუმცა 1991 წელს არსებობა შეწყვიტა და 18 წლის შემდეგ კვლავ გაიმართა აჭარაში.

დღეს ფესტივალი ბათუმსა და თბილისში იმართება. მისი უცვლელი ხელმძღვანელები არიან ლიანა და გიორგი ისაკაძეები, მთავარი დირიჟორი - ვახტანგ მაჭავარიანი.

 

35

რუსულმა გამანადგურებლებმა Су-27 აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირა

149
(განახლებულია 22:50 07.08.2020)
რუსულმა გამანადგურებლებმა Су-27 შავი ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე აშშ-ის სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირა

როგორც რუსეთის თავდაცვის სამინისტროში განაცხადეს, რუსულმა ჰაერსაწინააღმდეგო შეიარაღებამ სტრატეგიული სადაზვერვო თვითმფრინავი RC-135 და საავიაციო პატრული Р-8А „პოსეიდონი“ აღმოაჩინა. მსგავსი შემთხვევა ცოტა ხნის წინაც მოხდა. დაახლოებით ერთი კვირის წინ რუსმა მფრინავებმა შავი ზღვის აკვატორიაში ამერიკული სადაზვერვო თვითმფრინავები ჩაიჭირეს. დაწვრილებით - ჩვენს ვიდეოში იხლავთ.

149

ქაოსი თუ სამოთხე: როგორ შეაფასეს თბილისელებმა განახლებული ჭავჭავაძე ვიდეო

293
(განახლებულია 19:35 07.08.2020)
გარემონტებული ჭავჭავაძის გამზირი ბოლო კვირაში თითქმის ყველაზე აქტუალურ თემად იქცა თბილისელებისთვის. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეოში, როგორ და რატომ გაიყო ქალაქის მოსახლეობის აზრი ერთ-ერთი ცენტრალური ქუჩის გარემონტებასთან დაკავშირებით.

თბილისის ცენტრში საზოგადოებრივი ტრანსპორტისა და ავტომობილების გადაადგილების ახალმა სქემამ უკვე მოახერხა მოწინააღმდეგეთა მთელი არმიის შეკრება. 

რემონტის დროს საგრძნობლად გაფართოვდა საფეხმავლო ზონა და შემცირდა სავალი ნაწილი. ავტობუსების გაჩერებები გზის ცენტრში განათავსეს.

მოძრაობის ახალი სქემის თანახმად, ავტობუსები მათთვის გამოყოფილ რევერსულ ზოლებში გადაადგილდებიან.

მოძრაობის ახალმა სქემამ მომენტალურად გამოიწვია ავტომობილისტების უკმაყოფილება. გამზირის გახსნის პირველ დღეს თბილისი „გაჩერდა“ – გაჩნდა უზარმაზარი „საცობები“. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ მომენტისთვის ჭავჭავაძეზე სიტუაცია გაუმჯობესებულია.

რაც შეეხება ქვეითებს, ისინი კმაყოფილი არიან, მათთვის საკმაოდ გაადვილდა და კომფორტული გახდა გადაადგილება საზოგადოებრივი ტრანსპორტითაც და ფეხითაც, რადგან გამზირზე უამრავი შუქნიშანი დამონტაჟდა.

ქალაქის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთხელ გაუსვეს ხაზი, რომ მათთვის მთავარი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტი იყო. ქალაქის მერის კახა კალაძის თქმით, მიზანი იყო ის, რომ საზოგადოებამ არჩევანი გააკეთოს საზოგადოებრივი ტრანსპორტის სასარგებლოდ – მეტროსა და ავტობუსების და უარი თქვას კერძო ტრანსპორტზე.

293
ლეონარდო და ვინჩის ნახატი „სამყაროს მხსნელი“

მსოფლიოს უძვირესი ნახატი შესაძლოა და ვინჩის არ ეკუთვნოდეს: სახელდება დაშვებული შეცდომები

0
(განახლებულია 15:05 09.08.2020)
„სამყაროს მხსნელი“ Christie’s–ის აუქციონზე 2017 წელს გაიყიდა 450 მლნ დოლარად და სავარაუდოდ, ის საუდის არაბეთის პრინცმა შეიძინა

თბილისი, 9 აგვისტო — Sputnik. ფრანგ ისტორიკოსსა და ხელოვნებათმცოდნე ჟაკ ფრანკს ეჭვი აქვს, რომ მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ნახატი „სამყაროს მხსნელი“ (Salvator Mundi) სინამდვილეში ლეონარდო და ვინჩის ყალამს არ ეკუთვნის, წერს Daily Mail–ი.

ფრანკის აზრით, ნახატი,  რომელზეც იესო ქრისტეა გამოსახული და რომელიც 2017 წელს 450 მლნ დოლარად გაიყიდა, არა თავად და ვინჩის, არამედ მისი მოსწავლეების ნამუშევარია.

​საკუთარი ტეორიის დასტურად ისტორიკოსი არაერთ ანატომიურ შეცდომას ასახელებს, რომლებიც ნახატზეა დაშვებული. მისი თქმით,  ქრისტეს ცხვირი ძალიან თხელია და გრძელი, ყელზე ჩრდილები არ შეესაბამება განათებას, ხოლო თმები ხელოვნურს მიაგავს. ლეონარდო და ვინჩის კი, რომელსაც გამოწვლილვით ჰქონდა შესწავლილი ადამიანის სხეულის პროპორციები, ასეთი შეცდომების დაშვება არაფრით არ შეეძლო.

გარდა ამისა, ჟაკ ფრანკი დარწმუნებულია, რომ ქრისტეს ხელებს, რომლებიც „ძალიან ბავშვურად“ გამოიყურება, და ვინჩი ასე არ დახატავდა.

ხელოვნებათმცოდნის აზრით, „სამყაროს მხსნელის“ ნამდვილი ავტორები აღორძინების ეპოქის ტიტანის, ლეონარდო და ვინჩის ორი მოწაფე — ვინმე სალაი და ბალტრაფიო არიან.

მართალია, ექსპერტების უმეტესობა არ იზიარებს ფრანგი ისტორიკოსის შეხედულებებს, მაგრამ ხელოვნებათმცოდნე მაიკლ დელი ნაწილობრივ ეთანხმება მას.

„ამ სურათის ავტორის განსაზღვრისას ერთ–ერთი უმთავრესი პრობლემა — ეს ქრისტეს ხელებია, რომლებიც არ შეიძლებოდა, ლეონარდოს დაეხატა. ხოლო როცა ნახატზე ერთ საეჭვო დეტალს აღმოაჩენ, მერე, როგორც წესი, ისტორიის სრულად გადახედვა გიწევს“, — ამბობს დელი.

„სამყაროს მხსნელი“ Christie’s–ის აუქციონზე გაიყიდა ნიუ–იორკში. სავარაუდოდ ის საუდის არაბეთის პრინცმა მოჰამედ ბინ სალმანმა შეიძინა და საკუთარ იახტაზე ინახავს.

 

0
თემები:
მსოფლიო დღეს