პოლიციამ მცირეწლოვნის დაჭრაში ბრალდებული დააკავა

გამოწერა
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვანისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული ქალი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა არასრულწლოვანისთვის განზრახ მძიმე დაზიანების მიყენების ბრალდებით 1968 წელს დაბადებული ქალი თ.ს. დააკავეს.

თბილისში, პეკინის გამზირზე 27 აგვისტოს მცირეწლოვანს ბასრი საგნით დაზიანებები მიაყენეს. არსებული ინფორმაციით, ბავშვი მშობლებთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც თავდასხმა მოხდა. თავდამსხმელი ქალი იყო და ის ადგილიდან მიიმალა. ბავშვს დაზიანებები სახის არეში აქვს მიყენებული. სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მცირეწლოვანი ჟვანიას კლინიკაში გადაიყვანა, სადაც მას ოპერაცია ჩაუტარდა.

ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლის მეხუთე ნაწილით დაიწყო, რაც არასრულწლოვნის მიმართ, წინასწარი შეცნობით, ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

 

ყველა ახალი ამბავი
0