„ფიოდორი“ უკვე კოსმოსშია: ნახეთ, როგორ ჩააბარა გამოცდა ადამიანის მსგავსმა რობოტმა

გამოწერა
კოსმოსში პირველად გაფრინდა ადამიანის მსგავსი, რუსული რობოტი „ფიოდორი“, რომელმაც აფრენის წინ პირველი კოსმონავტის იური გაგარინის სიტყვები გაიმეორა: „წავედით!“

ადამიანის მსგავსი, რუსული რობოტი „ფიოდორი“ პირველად გაფრინდა კოსმოსში. მან აფრენის წინ პირველი კოსმონავტის იური გაგარინის სიტყვები გაიმეორა: „წავედით!“

რაკეტმზიდი Союз-2.1а ხომალდ Союз МС-14-თან ერთად ბაიკონურის კოსმოდრომიდან დღეს აფრინდა დილის 06:38 საათზე (მოსკოვის დროით). აფრენიდან 8 წუთისა და 49 წამის შემდეგ ხომალდი ორბიტაზე გავიდა და კურსი საერთაშორისო კოსმოსური სადგურისკენ აიღო. ამ მომენტიდან „ფიოდორი“ უკვე კოსმონავტად მიიჩნევა.

კოსმოსურ სადგურზე ეკიპაჟის წევრები სპეციალური კოსტიუმის მეშვეობით, რომელიც მოძრაობების გამეორების საშუალებას იძლევა, მთელ რიგ ექსპერიმენტებს ჩაატარებენ რობოტთან ერთად.

ნახეთ, როგორ ჩააბარა გამოცდა „ფიოდორმა“ მნიშვნელოვანი მისიის წინ.

ყველა ახალი ამბავი
0