საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესია ფერიცვალებას აღნიშნავს – ვიდეო

გამოწერა
19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება

19 აგვისტოს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის ფერიცვალების დღესასწაულს აღნიშნავს, რომელიც 12 უდიდეს დღესასწაულთა რიცხვში შედის და უფალ იესო ქრისტეს ამქვეყნიური ცხოვრების ერთ-ერთ ცნობილ ეპიზოდს უკავშირდება.

ახალი აღთქმის მიხედვით, იესო ქრისტემ თავის მოწაფეთაგან გამოარჩია პეტრე, იაკობი და იოანე და მათთან ერთად თაბორის მთაზე ავიდა სალოცავად. სანამ მაცხოვარი ლოცულობდა, დაღლილ მოწაფეებს ჩაეძინათ. გაღვიძებისას კი ნახეს, რომ იესო ქრისტეს ფერი ეცვალა:

„და იცუალა მათ წინაშე სხუად ფერად და განბრწყინდა პირი მისი ვითარცა მზე, ხოლო სამოსელი მისი იქმნა სპეტაკ ვითარცა ნათელი“, – ნათქვამია მათეს სახარებაში. 

მერე კი, კვლავ მათეს სახარების მიხედვით, ღრუბლებიდან ნათელი ჩამოდგა და მოისმა ხმა ღვთისა: „ესე არს ძე ჩემი საყუარელი, რომელი მე სათნო ვყავ. მაგისი ისმინეთ!“

ყველა ახალი ამბავი
0