იმპერატორიდან პრეზიდენტამდე: მოსკოვში სახელმწიფოს უმაღლესი პირების ავტომობილები გამოფინეს

30
(განახლებულია 12:02 13.08.2019)

მოსკოვში, ВДНХ-ზე გა ნსაკუთრებული დანიშნულების ავტოფარეხის გამოფენა გაიმართა, რომელზეც სახელმწიფოს უმაღლესი პირების კუთვნილი ავტომობილები წარმოადგინეს - მეფის რუსეთის პერიოდიდან დღემდე. 

ასე მაგალითად, ავტომობილი Delaunay-Belleville რუსეთის უკანასკნელ იმპერატორს, ნიკოლოზ II-ს ეკუთვნოდა, ЗИС-115 - იოსებ სტალინს ემსახურებოდა, კაბრიოლეტ ЗИС-110Б-ით ნიკიტა ხრუშჩოვი სარგებლობდა...

გამოფენაზე სულ ცხრა მანქანა იყო წარმოდგენილი, რომელთა შორის ყველაზე ახალი, Aurus-ი, სპეციალურად აეწყო რუსეთის ამჟამინდელი პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის ინაუგურაციისთვის. 

30