ირლანდიელი მომღერლები მეგრული ჰანგებით – „ვა გიორქო მა"

გამოწერა
დუბლინელთა გუნდმა „ზურმუხტი" დღეს მეგრული ფოლკლორის ფესტივალზე იმღერა

დუბლინელთა გუნდმა „ზურმუხტი" დღეს მეგრული ფოლკლორის ფესტივალზე იმღერა.

ზუგდიდში, ანაკლიის ისტორიული ციხის სივრცეში დღეს ლოტბარ პოლიკარპე ხუბულავას სახელობის მეგრული ფოლკლორის საერთაშორისო ფესტივალი იმართება. ირლანდიელ მომღერალთა გუნდმა „ზურმუხტი" ფესტივალზე ცნობილი მეგრული სიმღერა "ვა გიორქო მა" შეასრულა.

ანსამბლის წარმომადგენელი ჰოლი ტაილა აცხადებს, რომ ისინი გასული საუკუნის 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველოს ხშირი სტუმრები არიან და არაერთ ფესტივალზე უმღერიათ როგორც ქართული, ასევე მეგრული სიმღერები.

ყველა ახალი ამბავი
0