საზარელი ავარია ბათუმი-ქობულეთის ტრასაზე - ვიდეო

614

ორი ადამიანი დაიღუპა და 11-მა ადამიანმა სხვადასხვა სიმძიმის ტრავმები მიიღო ბათუმი-ქობულეთის შემოვლით გზაზე მომხდარი ავტოავარიის შედეგად. იხილეთ თვითმხილველის კადრები

ბათუმი-ქობულეთის ჩქაროსნულ ავტოტრასაზე დიდი სიჩქარით მიმავალი სამი ავტომობილი შეეჯახა. ერთ-ერთი იყო მიკროავტობუსი, რომელშიც პოლონელი ტურისტები იმყოფებოდნენ. ვიდეოში ჩანს, როგორ გამოჰყავთ მაშველებს ერთ-ერთი მანქანიდან დაშავებული ადამიანები.

ვიდეო კომენტარებში აღნიშნულია, რომ ბათუმი-ქობულეთის და ქუთაისი-კოპიტნარის შემოვლითი ავტომაგისტრალები ამჟამად ერთ-ერთი ყველაზე სახიფათოა მძღოლებისა და მგზავრებისთვის და მძღოლებმა ამ გზებზე გადაადგილების დროს მაქსიმალური ყურადღება და სიფრთხილე უნდა გამოიჩინონ.

614
თეგი:
ბათუმი

ლავროვმა დასავლეთი კორონავირუსის პანდემიის საკუთარი მიზნებით გამოყენების გამო გააკრიტიკა

104
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთის ქვეყნების კორონავირუსის პანდემიისადმი მიდგომა დაგმო

ჩინური გაზეთი Global Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრი ამბობს, რომ ისინი სიტუაციის გამოყენებას ცდილობენ, რათა დასაჯონ მათი მეტოქე მთავრობები, და ეპიდემიისგან დაზარალებულ ქვეყნებს უკრძალავენ რუსეთისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებას. ამასთან, დასავლეთი არ მიყვება ჰუმანიზმის პრინციპებს COVID-19-თან ბრძოლის საკითხში. დაწვრილებით - იხილეთ ჩვენი ვიდეო.

104

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

304
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

304
ნათია თურნავა

თურნავა: საქართველოს სასტუმრო სექტორმა მოქნილობა გამოავლინა და ახალ ნორმებზე აეწყო

0
(განახლებულია 09:52 01.06.2020)
საქართველო ტურისტებს ელოდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასე თუ ისე საქართველოს ვითარებას ჰგავს, განაცხადა მინისტრმა.

თბილისი, 1 ივნისი – Sputnik. საქართველოს  არ სჭირდება დამატებითი დრო ტურიზმის ინდუსტრიის ადაპტაციისთვის,  რადგან ეს საქმიანობა ჩვენს ისტორიულ ტრადიციებთან ძალიან ახლოსაა, ჩვენ ხშირად ვამბობთ, „სტუმარი ღვთისაა’’, განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გაზეთ Washington Post–თან ინტერვიუში.

საქართველოს სასტუმრო სექტორმა მოქნილობა გამოავლინა და ახალ ნორმებზე აეწყო, ამიტომ საქართველო, შესაძლოა, ერთ-ერთი უსაფრთხო ქვეყანაა, რადგან იცავს პროტოკოლებს, აღნიშნა მინისტრმა.

გამოცემამ საქართველოს დიდი სტატია მიუძღვნა, რომელშიც ქვეყანას ტურიზმისთვის უსაფრთხოს უწოდებს კორონავირუსის პანდემიის ფონზე.

როგორც თურნავამ ინტერვიუში განაცხადა, საქართველო თავის საზღვრებს ტურიზმისთის 1 ივლისისთვის გახსნის, მაგრამ ეს ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იქნება. 

საქრთველო ტურისტებს ელოდება იმ ქვეყნებიდან, სადაც ეპიდემიოლოგიური სიტუაცია ასე თუ ისე საქართველოს ვითარებას ჰგავს, განაცხადა მინისტრმა.

„ზოგირთი ქვეყნიდან შემომავალ ტურისტს, შესაძლოა, დასჭირდეს კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი შედეგის წინასწარ წარმოდგენა. სამწუხაროდ, ყველა ქვეყანა თანაბარ მდგომარეობაში არ არის და ნებისმიერი ტურისტისთვის ჩვენი ბაზრის გახსნა გაანადგურებს ჩვენს უსაფრთხოებას, თუმცა, გვჯერა, რომ პანდემიასთან ბრძოლის შემდეგ სულ უფრო მეტი ქვეყანა შემოუერთდება ჩვენს უსაფრთხო დერეფანს’’, – განაცხადა თურნავამ.

სტატიის ავტორი აღნიშნავს რომ კორონავირუსული პერიოდის ახალ პირობებში საქართველო ახლებურად გაუწევს პოპულარიზებას ღონისძიებებს, როგორც, მაგალითად, ღვინის რეგიონში და ეროვნულ პარკებში სტუმრობაა.

საზღვრები არ გაიხსნება: რას ნიშნავს ტურისტული სეზონის გახსნა საქართველოში>>

გარდა ამისა, საქართველოში ზოგიერთი რეგიონი „მწვანე ზონად’’ არის გამოცხადებული, რაც მას ტურისტებისთვის ექსკლუზიურს ხდის.

0
თემები:
ტურიზმი საქართველოში