(0:32 / 3.69Mb / просмотров видео: 124)

ფოტოგამოფენა საპროტესტო აქციაზე: როგორ ჩაიარა 21−ე დღემ

78
(განახლებულია 22:27 10.07.2019)

პარლამენტის შენობასთან საპროტესტო აქციის 21−ე დღე მისმა მონაწილეებმა
პოლიციის მიერ მიტინგის დაშლის ამსახველი ფოტოების გამოფენით აღნიშნეს. იხილეთ Sputnik საქართველოს ვიდეო, როგორ ჩაიარა აქციამ, რომელზეც დაახლოებით 300−მა ადამიანმა მოიყარა თავი

რუსთაველის პროსპექტზე მიტინგები ოც დღეზე მეტია, რაც იმართება. აქციის მოთხოვნა უცვლელია: გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია. მომიტინგეები მინისტრს 20−21 ივნისის ღამით საპროტესტო აქციის დაშლისას ძალაუფლების გადამეტებაში ადანაშულებენ.
ამასთან , პარლამენტის წინ გაშლილია კარვები, სადაც რამდენიმე ადამიანი შიმშილობს.

78
თეგი:
თბილისი

ლავროვმა დასავლეთი კორონავირუსის პანდემიის საკუთარი მიზნებით გამოყენების გამო გააკრიტიკა

103
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთის ქვეყნების კორონავირუსის პანდემიისადმი მიდგომა დაგმო

ჩინური გაზეთი Global Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრი ამბობს, რომ ისინი სიტუაციის გამოყენებას ცდილობენ, რათა დასაჯონ მათი მეტოქე მთავრობები, და ეპიდემიისგან დაზარალებულ ქვეყნებს უკრძალავენ რუსეთისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებას. ამასთან, დასავლეთი არ მიყვება ჰუმანიზმის პრინციპებს COVID-19-თან ბრძოლის საკითხში. დაწვრილებით - იხილეთ ჩვენი ვიდეო.

103

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

302
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

302
ციხისძირში ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

ციხისძირში ახალი ტურისტული კომპლექსის მშენებლობა დაიწყო

0
პროექტში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 70 მილიონ ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობაში ჩართული იქნება 200 ადამიანი.

თბილისი, 31 მაისი - Sputnik. ციხისძირში კომპლექს Bamboo Beach-ის მშენებლობა საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი პროექტი გახდება, ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა.

მინისტრის თქმით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მშენებლობა დაიწყო იმ დროს, როდესაც ტურიზმის გლობალური ინდუსტრია სერიოზულ პრობლემებს გადააწყდა.

ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ნათია თურნავამ მიიღო მონაწილეობა სასტუმრო კომპლექსის მშენებლობაში, რომელიც 2021 წლისთვის უნდა დასრულდეს. პროექტი მოიცავს პრემიუმ-კლასის 521 აპარტამენტს და Marriott International-ის საერთაშორისო ბრენდ სასტუმრო Аloft -ის 119 სასტუმრო ნომერს მოიცავს.

როგორც თურნავამ აღნიშნა, პროექტში განხორციელებული ინვესტიციების მთლიანი მოცულობა 70 მილიონ ლარს შეადგენს. კომპლექსის მშენებლობაში ჩართული იქნება 200 ადამიანი. მისი თქმით, საერთაშორისო სასტუმრო ბრენდი Аloft წარმოდგენილია მსოფლიოს 25 ქვეყანაში, ახლა კი საქართველოშიც.

„ეს პროექტი სიმბოლურია, რადგან იწყება მაშინ, როდესაც ბევრ ქვეყანაში სასტუმროები იხურება. ჩვენთვის ესაა იმის სიმბოლო, რომ მიუხედავად ყველა გამოწვევისა – პანდემიისა, გლობალური ეკონომიკური კრიზისისა და ა.შ., ჩვენი ტურიზმის ინდუსტრია არა თუ გადარჩება, არამედ იმაზე უფრო მეტად ძლიერი იქნება, ვიდრე აქამდე იყო“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი თქმით, განვლილ პერიოდში საქართველომ შეიძინა ახალი, უნიკალური კონკურენტული უპირატესობა. აქედან გამომდინარე, აბსოლუტურად სწორია, რომ დღეს ახალ სასტუმროებს საფუძველი ჩაეყარა.

ციხისძირში მდებარე კომპლექს Bamboo Beach-ის ინფრასტრუქტურა მოიცავს: ნავსადგომს, ღია და დახურულ საცურაო აუზებს, აკვაპარკს, ზიპლაინს, საბავშვო გასართობ მოედანს, სპა და ფიტნეს ცენტრს, საკონფერენციო დარბაზს, ღია და დახურულ ავტოსადგომებს, რესტორნებსა და ბარებს. კომპლექსი განთავსდება სანაპიროს პირველ ზოლში, რომელიც შემოფარგლულია ბამბუკის ტყით.

საზღვრები არ გაიხსნება: რას ნიშნავს ტურისტული სეზონის გახსნა საქართველოში >>

ციხისძირი - პატარა საკურორტო დასახლება შავი ზღვის სანაპიროზე. მდებარეობს ბათუმიდან 15 კილომეტრში და ქობულეთიდან 8 კილომეტრში. ციხისძირი ცნობილია იმითაც, რომ მის ტერიტორიაზე მდებარეობს უძველესი ბიზანტიური პეტრას ციხის ნანგრევები.

0
თემები:
ტურიზმი საქართველოში