(0:31 / 3.11Mb / просмотров видео: 100)

საპროტესტო აქცია რუსთაველზე დილამდე გაგრძელდა ვიდეო

59
(განახლებულია 16:56 09.07.2019)

რუსთაველის გამზირზე მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა ორი საპროტესტო აქცია. იქვე მორიგეობდა პოლიციაც. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეო, რა ვითარება იყო პარლამენტთან დილით.

ორშაბათის საღამო თბილისის ცენტრში მეტად ბობოქარი გამოდგა. იქ ერთდროულად რამდენიმე აქცია მიმდინარეობდა – სხვადასხვა მოთხოვნებით.

პარლამენტის წინ შეიკრიბნენ: ტრადიციული ფასეულობების დამცველები, რომლებიც ლგბტ–საზოგადოების მიერ დაგეგმილ „ღირსების მარშს“ აპროტესტებდნენ, ისინი, ვინც 20-21 ივნისის შემდეგ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვენ, ასევე ლგბტ–საზოგადოების წარმომადგენლები.

59
თეგი:
თბილისი

ლავროვმა დასავლეთი კორონავირუსის პანდემიის საკუთარი მიზნებით გამოყენების გამო გააკრიტიკა

90
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთის ქვეყნების კორონავირუსის პანდემიისადმი მიდგომა დაგმო

ჩინური გაზეთი Global Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრი ამბობს, რომ ისინი სიტუაციის გამოყენებას ცდილობენ, რათა დასაჯონ მათი მეტოქე მთავრობები, და ეპიდემიისგან დაზარალებულ ქვეყნებს უკრძალავენ რუსეთისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებას. ამასთან, დასავლეთი არ მიყვება ჰუმანიზმის პრინციპებს COVID-19-თან ბრძოლის საკითხში. დაწვრილებით - იხილეთ ჩვენი ვიდეო.

90

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

300
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

300
გაფოთლილი ხეები

31 მაისს დაბადებულები ზოდიაქო, დახასიათება, რჩევები

0
(განახლებულია 18:47 30.05.2020)
გაეცანით 31 მაისს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას, აღმოაჩინეთ საკუთარი თუ თქვენი ახლობლების ხასიათის ნიშან-თვისებები, მათი ფსიქოლოგიური შტრიხები, ასევე რჩევები სპეციალურად ამ დღეს დაბადებულებისთვის

წარმოგიდგენთ წელიწადის თითოეულ დღეს დაბადებულ ადამიანთა ინდივიდუალურ დახასიათებას - გვერწმუნეთ, დახასიათება ნამდვილად განგაცვიფრებთ

21-31 მაისი

21-31 მაისის პერიოდი ტყუპის ნიშნის პირველ დეკადას განეკუთვნება.

ამ დეკადას იუპიტერი მართავს. ამ პერიოდში დაბადებულები უანგარო, მშვიდი, ბუნებრივი ინტუიციის მქონე ადამიანები არიან.

მნიშვნელოვანი წლებია: 10, 20, 30, 40, 50, 60, 70.

ამ დეკადაში დაბადებულთა სიმბოლოა გვირილა.

21-31 მაისის პერიოდში მხიარული, კომუნიკაბელური ადამიანები იბადებიან. მათ განვითარებული აქვთ მეტოქეობის გრძნობა, რამაც ზოგჯერ უკიდურესობაზე წასვლა შეიძლება აიძულოს. თუ ვინმე გზაზე გადაეღობებათ, ნებისმიერი ხერხით ჩამოიშორებენ მას - ამ ადამიანებს უკან ჩამორჩენა არ უყვართ, ადვილად ვერ ეგუებიან სხვების წარმატებებს; მაგრამ თუ ვინმეს გაუჭირდა, დიდი სიხარულით ეხმარებიან. აქვთ თვითანალიზის უნარი, შეუძლიათ გაიაზრონ საკუთარი შეცდომები და მათი გადაწყვეტის გზები.

31 მაისს დაბადებულები

31 მაისს, როგორ წესი, ორბუნებოვანი ადამიანები იბადებიან. თავიანთი ორიგინალური აზროვნების გამო ისინი ინტერესს იჩენენ ყოველივე ახლის მიმართ, აინტერესებთ ტექნიკური პროგრესი, გამოგონებები. ახასიათებთ ხასიათის ხშირი ცვლა. თუ ერთ წუთში კომუნიკაბელური, მხიარული და კეთილი არიან, მეორე წუთში, ყოველგვარი მიზეზის გარეშე, შეუძლიათ გახდნენ გაღიზიანებული, პირქუში და გაბოროტებული.

თუ გინდათ, სურვილები აგისრულდეთ: ფერი-თილისმა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით>>

31 მაისს დაბადებულები, უმეტეს შემთხვევებში, გარშემომყოფებზე გულდახურული და ცივი პიროვნებების შთაბეჭდილებას ტოვებენ. მაგრამ ეს სულ ასე არაა - ისინი ბევრად უფრო თბილი ადამიანები არიან, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს - გარკვეულწილად კეთილი, კეთილშობილი და შეიძლება ითქვას, სენტიმენტალურიც კი. ეს მათი ნიღაბია, რომლის უკან მგრძნობიარე ნატურა იმალება. ამ დღეს დაბადებულებს პირდაპირობა ურჩევნიათ და არ უყვართ წვრილმანებზე „დახურდავება“. ისინი საკმაოდ ქმედითნი არიან, ყურადღებას აქცევენ ბევრ რამეს, უმნიშვნელოსაც კი.

ამ დღეს დაბადებულებს დიდი გონებრივი და ფიზიკური ენერგია აქვთ. აინტერესებთ თვითგამოხატვის უჩვეულო ფორმები. თუ რაიმესთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღეს, მათი გადარწმუნება უკვე შეუძლებელია. ერთადერთი საშუალებაა მათი სენტიმენტალობის გამოღვიძება ან ღირსებასა და პატიოსნების პრინციპებზე დაფუძნებული დასკვნების გამოყენება. ეს ადამიანები მძაფრად იცავენ საკუთარ შინაგან სამყაროს და იქ შეღწევის უფლებას არავის აძლევენ. როდესაც ახალი იდეა უჩნდებათ, მთელი ძალებით ცდილობენ საზოგადოების ყურადღების მიქცევას. ამ დროს ისინი თავდაჯერებული ადამიანების შთაბეჭდილებას ტოვებენ, მაგრამ ამის მიზეზი შეიძლება მარცხის შიში იყოს. ასევე, ადვილად შეუძლიათ უსიამოვნებების მალე დავიწყება.

ზოგი ხუმრობით, ზოგიც... ზოდიაქოს ნიშნები სხვა რაკურსით>>

31 მაისს დაბადებულები საკმაოდ სპონტანური და ქაოტური ადამიანები არიან, რომელთაც უმოკლეს ვადებში ახალ ვითარებებთან შეგუების შესანიშნავი უნარი აქვთ. ხანდახან ცდილობენ ებრძოლონ თავიანთ არაორგანიზებულობას და ცხოვრებაში ხელოვნური წესრიგი-განრიგი შეამოაქვთ. ამ ადამიანებს უყვართ მუდამ მოძრაობაში ყოფნა - ახალი პროექტების დაწყება, რაღაცის გარემონტება, ვითარების შეცვლა. არიან შესანიშნავი ოსტატები ტექნიკის სფეროში. თუ დაბადებიდან რამდენიმე ნიჭი დაჰყვებათ, ერთი სფერო უნდა აირჩიონ და მაშინ საოცარი წარმატებების მიღწევის შანსი აქვთ.

ჯანმრთელობა

31 მაისს დაბადებულებს იმედგაცრუებებთან გამკლავება უჭირთ, ამიტომ ხშირად რეალობიდან გაქცევას ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის საშუალებით ცდილობენ. მათ მეტად რეალური შეხედულებები უნდა ჩამოაყალიბონ ცხოვრებაზე და შეისწავლონ საკუთარი შინაგანი სამყარო, იაქტიურონ ფიზიკურად და ყურადღება მიაქციონ კვების რეჟიმს. უნდა დაიმახსოვრონ, რომ კვებისგან სიამოვნების მიღებაც შეიძლება.

რჩევა:

თამამად შეხედეთ საკუთარ ემოციურ პრობლემებს. შეძლებისდაგვარად ეცადეთ, იპოვოთ შთაგონების წყარო, თავიდან აირიდოთ უსარგებლო დავა და ჩხუბი, რომლებიც, უბრალოდ, ძალებს გართმევთ.

0