(0:37 / 4.39Mb / просмотров видео: 206)

საპროტესტო აქციები თბილისში: რა ხდება რუსთაველის გამზირზე

162

ორშაბათს საღამოს თბილისში ერთდროულად დაიწყო ოთხი საპროტესტო აქცია. განსაკუთრებით დიდი აქციები ახლაც მიმდინარეობს პარლამენტის შენობასთან. დაწვრილებით იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო

ორშაბათს საღამოს თბილისში ქალაქის სხვადასხვა მხარეებიდან ერთდროულად დაიძრა რამდენიმე საპროტესტო აქცია სხვადასხვა მოთხოვნებით.

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ ლგბტ საზოგადოების მოწინააღმდეგეთა მიტინგი იმართება. ისინი ღირსების მარშის ჩატარებას აპროტესტებენ.

რამდენიმე ასეულ მეტრში, თავისუფლების მოედანზე მეორე საპროტესტო აქციის მონაწილეებმა თავი მოიყარეს შს მინისტრი გიორგი გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ისინი სამი კვირის განმავლობაში მართავდნენ მიტინგებს პარლამენტთან, თუმცა დილიდან ეს ადგილი „ტრადიციებისათვის მებრძოლებმა“ დაიკავეს.

პოლიცია ორი აქციის მონაწილეთა დაშორებას ცდილობს და მათ ერთმანეთთან პირდაპირი შეტაკების საშუალებას არ აძლევს.

კიდევ ერთი, მესამე აქცია ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ოფისთან მიმდინარეობს. აქ აქციის მონაწილეები კვირა საღამოს გადაცემა „პოსტსკრიპტუმის“ ეთერში გიორგი გაბუნიას მიერ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინისა და მისი მშობლების არაეთიკური ლექსიკით შეურაცხყოფას აპროტესტებენ. მომიტინგეები გიორგი გაბუნიასგან და რუსთავი 2-ის ხელმძღვანელობისგან ბოდიშის მოხდას მოითხოვენ.

მოულოდნელად საღამოს მეოთხე აქციაც დაიწყო - ლგბტ აქცია, რომელიც ორგანიზატორებმა მანამდე გააუქმეს. ღირსების პრაიდის მონაწილეები დროშებითა და შესაბამისი სიმბოლიკით შს სამინისტროსთან გიორგი გახარიას გადადგომას მოითხოვდნენ. მოგვიანებით ისინი რუსთაველის გამზირისკენ გაემართნენ.

 

162

Rail Baltica: როგორ კვდება ნატოს და ევროკავშირის საყვარელი პროექტი

63
(განახლებულია 13:56 09.07.2020)
Rail Baltica – ევროპაში ჩქაროსნული სარკინიგზო მაგისტრალის ახალი პროექტია. რკინიგზა მოეწყობა ბერლინიდან ვარშავის, კაუნასის, ვილნიუსისა და რიგის გავლით ტალინამდე და გერმანიასა და პოლონეთს ბალტიის ქვეყნებს დაუკავშირებს.

თავდაპირველად ახალი მიმართულების ამოქმედება 2025 წლისთვის იგეგმებოდა, თუმცა მოგვიანებით ვადებმა ერთი წლით გადაიწია. ახლა არსებობს რისკი, რომ მრავალმილიარდიანი პროექტი შესაძლოა არ დასრულდეს. ნატოს და ევროპის კავშირის საყვარელი პროექტის სიკვდილის მიზეზების შესახებ ვიდეოში გიამბობთ.

63

როდესაც ჯარიმები უძლურია: უშიშარი ქვეითები თბილისში წესების დარღვევას განაგრძობენ ვიდეო

150
(განახლებულია 22:00 08.07.2020)
საქართველოში ავტოავარიების არცთუ მცირე ნაწილი უყურადღებო ქვეითების გამო ხდება, რომლებიც გზას შეუსაბამო ადგილზე კვეთენ.

იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ რატომ უწოდებენ ჩვენთან გზებზე მოძრაობას გიჟურს და რას ფიქრობენ ამის შესახებ ავტომობილისტები.

სიჩქარე, უყურადღებობა და სიზარმაცე ის სამი ძირითადი მიზეზია, რის გამოც ქვეითების მიერ ხშირად ხდება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევა და რაც ხშირად საავარიო სიტუაციებს იწვევს. ასეთი ქცევა აღიზიანებთ ავტომობილისტებს, რომლებიც ჯარიმების გაზრდას მოითხოვენ.

დღეისათვის ასეთ უშიშარ ქვეითებს მხოლოდ 20 ლარით აჯარიმებენ, ეს მაშინ, როდესაც ავტომობილისტებს იგივე საავარიო სიტუაციის შექმნისას ათჯერ მეტი თანხის გადახდა უწევთ.

ოფიციალური სტატისტიკის თანახმად, მხოლოდ 2019 წელს საგზაო შემთხვევების შედეგად საქართველოში 100-ზე მეტი ქვეითი დაიღუპა, ხოლო დაშავდა - 1700.

150
ავიაკომპანია  Wizz Air-ის თვითმფრინავი

რამდენს დახარჯავს მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე

0
ფრენებს განახორციელებენ ავიაკომპანიები Myway Airlines და Wizz Air. ბილეთის ღირებულება საქართველოს მოქალაქეებისთვის 200 ევრო იქნება.

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. მთავრობა უცხოეთიდან საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანაზე მაქსიმუმ 261 000 ევროს დახარჯავს, აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც „საკანონმდებლო მაცნეში“ გამოქვეყნდა.

„საქართველოს ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ უზრუნველყოს, კორონავირუსის გავრცელების პრევენციისათვის საერთაშორისო ფრენებზე დაწესებული შეზღუდვებიდან გამომდინარე, შესაბამისი ჩარტერული რეისების ნაწილობრივი სუბსიდირება, ჯამურად არაუმეტეს 261 000 ევროს ეკვივალენტი ლარის ოდენობით“, - წერია განკარგულებაში.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით საქართველოში 12 720 თანამემამულე დაბრუნდა, ადგილებზე დახმარება კი 22 391 ადამიანს აღმოუჩინეს.

კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველომ უცხოელი ტურისტებისთვის საზღვრები სრულად ჩაკეტა, გარდა გამონაკლისი შემთხვევებისა, და საჰაერო მიმოსვლა ყველა მიმართულებით შეწყვიტა. პანდემიის პერიოდში საგარეო საქმეთა სამინისტრომ, საზღვარგარეთ დიპლომატიურ წარმომადგენლობებთან თანამშრომლობით, სპეცრეისებით თანამემამულეთა სამშობლოში ეტაპობრივი დაბრუნება უზრუნველყო. ჩარტერულ რეისებს ავიაკომპანია Georgian Airways ახორციელებდა. ბილეთის ღირებულება, რომელიც რეისამდე ორი დღით ადრე ონლაინ იყიდებოდა, 199 ევრო იყო.

0
თემები:
COVID-19-ის პანდემია მსოფლიოში