მომიტინგეებმა ჰიმნი იმღერეს და ისმოდა შეძახილები "საქართველოს გაუმარჯოს!" - ვიდეო

გამოწერა
რამდენიმე ათასი ადამიანი რეგულარულად განაგრძობს თბილსის ცენტრში საპროტესტო აქციას. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია

რამდენიმე ათასი ადამიანი რეგულარულად განაგრძობს თბილსის ცენტრში საპროტესტო აქციას. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია

დღეს მიტინგზე გამოცხადდა, რომ ხელისუფლებამ ყველა მოთხოვნა შეასრულა, გარდა ერთისა - შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარიას გადაყენება. აქციის ყველა მონაწილემ დღეს სისხლის ფერი თვალსახვევი გაიკეთა, რაც პროტესტის სიმბოლოდ იქცა - ასე უჭერენ მხარს მომიტინგეები ორ ადამიანს, რომლებსაც 21 ივნისის ღამეს თვალები დაუზიანდათ.

ხუთშაბათს, 27 ივნისს მომიტინგეები აპირებენ მსვლელობა გამართონ პარლამენტიდან ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციამდე. შაბათს 29 ივნისს აქციის მონაწილეები პირველი რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე მსვლელობასაც გეგმავენ. 

მასობრივი საპროტესტო აქციები საქართველოში უკვე მეშვიდე დღეა გრძელდება. ამ დროის განმავლობაში ხელისუფლებამ მომიტინგეების მოთხოვნები შეასრულა - პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დატოვა თანამდებობა და ხელისუფლება მომავალ საპარლამენტო არჩევნებს პროპორციული სისტემით ჩაატარებს. ასევე დღეს სრულად დაკმაყოფილდა კიდევ ერთი მოთხოვნა - გაათავისუფლეს 21 ივნისის ღამეს დაკავებული 51 ადამიანი, დანარჩენები პატიმრობაში რჩებიან.

საპროტესტო ტალღა საქართველოში რუსი დეპუტატის ჩამოსვლას და პარლამენტის თავმჯდომარის სავარძლიდან სესიის წაყვანას მოყვა. გვიან ღამით მშვიდობიანი ანტირუსული აქცია არეულობაში გადაიზარდა. არეულობის შედეგად დაშავდა 240 ადამიანი, აქედან 80 პოლიციელი. ამ დროისათვის საავადმყოფოებში რჩება ათი ადამიანი, ორი მათგანი რეანიმაციაშია

რუსთაველის გამზირზე შეკრებილები მიტინგის დაშლაში ადანაშაულებენ შინაგან საქმეთა მინისტრ გიორგი გახარიას - მისი გადაყენება აქციის მონაწილეების ძირითადი მოთხოვნაა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ და მმართველი პარტიის სხვა წარმომადგენლებმა არაერთხელ განაცხადეს ბოლო დღეებში, რომ მინისტრის გადაყენების საკითხი არ განიხილება. პარასკევს, 28 ივნისს, გიორგი გახარია მიტინგის დაშლის შემდეგ პირველად წარსდგება კამერების წინაშე - პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ის ისაუბრებს, თუ რა მოხდა 21 ივნისის ღამეს.

ყველა ახალი ამბავი
0