მომიტინგეების ავტოკოლონამ ევროკავშირისა და აშშ-ის დროშებით თბილისის ქუჩებში გაიარა

გამოწერა
მომიტინგეებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომდე ავტოკოლონით მსვლელობა გამართეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია

მომიტინგეებმა პირველი რესპუბლიკის მოედნიდან საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომდე ავტოკოლონით მსვლელობა გამართეს. იხილეთ "Sputnik-საქართველოს" ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა აქცია.

რამდენიმე ათეულმა ავტომობილმა საყვირებით ჩაიარა თბილისის ცენტრალურ ქუჩებში. მგზავრებს ხელში ეჭირათ საქართველოს, აშშ-ისა და უკრაინის დროშები და ტრანსპარანტები. მანამდე აქციის ორგანიზატორებმა ყველას შესთავაზეს პროტესტის ახალი ფორმით გამოხატვა - მათ გააჩერეს ავტომობილები და ერთდროულად ჩართეს საყვირები.

მასშტაბური საპროტესტო აქცია პარლამენტთან 19:00 საათზე დაიწყება. მომიტინგეთა მოთხოვნები უცვლელია: გადადგეს საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ჩაინიშნოს ვადამდელი არჩევნები პროპორციული სისტემით და გაათავისუფლონ დემონსტრაციის მონაწილე ყველა დაკავებული.

ყველა ახალი ამბავი
0