(1:32 / 10.15Mb / просмотров видео: 281)

წყალდიდობა სვანეთში - სტიქიური უბედურების კადრები ჭუბერიდან

190

სვანეთის სოფელი ჭუბერი წყალდიდობამ დააზარალა მას შემდეგ, რაც მდინარე ნენსკრა ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეო კადრები სტიქიური უბედურების ადგილიდან

მდინარე ნენსკრა ძლიერი წვიმის გამო ადიდდა და დააზიანა გზა, რომელიც სოფელ ყარსგურიშს უკავშირდება. ერთი წლის წინ ამ ადგილზე ზუსტად იგივე მოხდა.

ამ დროისათვის სიტუაცია ადგილობრივი ხელისუფლების კონტროლს ექვემდებარება. დაზიანებულ გზაზე ფეხით გადაადგილება შესაძლებელია. ასევე შეიძლება სარგებლობა შემოვლითი გზით, რომელიც სტიქიის შედეგად არ დაზიანებულა.

ჭუბერში ძლიერი წყალდიდობა 2018 წლის ივნისშიც მოხდა. მაშინ მდინარე ნენსკრა კალაპოტიდან გადმოვიდა და სოფლის ნაწილი დატბორა. წყლისგან დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, ხიდები, საავტომობილო გზები და სამეურნეო ადგილები.

190