ყველაზე გრძელი სტრიმი ისტორიაში: ვიდეო 450 წელი გაგრძელდება

91
(განახლებულია 20:03 07.06.2019)
მსოფლიოში დაბინძურების დონე დღითიდღე მატულობს, რასაც კაცობრიობისათვის ფატალური შედეგის მოტანა შეუძლია.

ეს ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი სტრიმია. ეს პროცესი 450 წლის განმავლობაში გაგრძელდება. პოლიეთილენის დაშლას სწორედ ეს დრო სჭირდება.

აქციის მიზანი ოკეანეების პოლიეთილენის ნარჩენებით დაბინძურების პრობლემისადმი ყურადღების მიპყრობაა. პროდუქტის 40% პოლიეთილენით იფუთება. ყოველწლიურად მსოფლიო ოკეანეში დაახლოებით 13 ტონა ნარჩენი იყრება. 2025 წლისთვის სამ კილოგრამ თევზზე ერთი კილოგრამი ნაგავი მოვა. თუ კაცობრიობა არ შეჩერდება, პოლიეთილენი თავისით დაიწყებს დაშლას.

91