როგორ აქრობდნენ ხანძარს ლილოს ბაზრობაზე - ვიდეო

216

ლილოს ბაზრობაზე გვიან ღამით ხანძარი გაჩნდა. იხილეთ ვიდეოში, თუ როოგრ აქრობდნენ ხანძარს მეხანძრე-მაშველები და როგორ ცდილობდნენ მოვაჭრეები საკუთარი ქონების გადარჩენას

აალება „ჩინური ბაზრის“ ტერიტორიაზე მოხდა. შემთხვევის ადგილზე ოპერატიულად მივიდა მეხანძრე-მაშველების 20 ბრიგადა. ამ დროისათვის ხანძარი ლოკალიზებულია. მიმდინარეობს მიყენებული ზარალის დათვლა. მსგავსი შემთხვევა ბოლო წლებში ხშირ მოვლენად იქცა, როდესაც თბილისის ტერიტორიაზე სხვადასხვა ბაზრობებსა და სავაჭრო მოედნებზე დიდი ხანძარი ჩნდება.

 

216

შეძლებენ თუ არა აზერბაიჯანი და სომხეთი ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტას და მოლაპარაკებას?

25
(განახლებულია 17:00 29.09.2020)
მთიან ყარაბაღში სიტუაცია კვლავ გამწვავდა. 27 სექტემბერს არაღიარებულ რესპუბლიკაში შეიარაღებული შეტაკებები დაიწყო. მოწინააღმდეგე მხარეები – აზერბაიჯანი და სომხეთი ერთმანეთს ადანაშაულებენ პროვოკაციებში.

ორივე ქვეყანა მოწინააღმდეგე მხარეს ადანაშაულებს თავდასხმაში და იძულებით კონტროპერაციაზე საუბრობს. შეტაკებებს უკვე შეეწირა მრავალი სამხედრო პირი და მშვიდობიანი მოქალაქე. ასეთი დაძაბულობა ყარაბაღში 1994 წლის შემდეგ არ ყოფილა. მაშინ ღია შეტაკებები ჩაწყნარდა, თუმცა კონფრონტაცია გაგრძელდა. იურიდიულად მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ტერიტორიაა, თუმცა 1991 წელს რეფერენდუმის საფუძველზე რესპუბლიკამ დამოუკიდებლობა გამოაცხადა. მსოფლიოში ყარაბაღის დამოუკიდებლობა არ უღიარებიათ. სადავო ტერიტორიაზე სიტუაციის გამწვავების შესახებ – იხილეთ ვიდეო.

25

რუსული ვაქცინა COVID-19-ის წინააღმდეგ შესაძლოა დსთ-ის ქვეყნებში გამოჩნდეს ვიდეო

64
(განახლებულია 19:36 25.09.2020)
რუსეთი წარმოებულ ვაქცინას მასობრივად არ გაგზავნის საზღვარგარეთ. ამის ნაცვლად რუსი მეცნიერები მზად არიან სხვა ქვეყნებს გაუზიარონ წამლის წარმოების ტექნოლოგია.

ამის შესახებ გამალეის სახელობის ინსტიტუტის დირექტორმა ალექსანდრ გინცბურგმა განაცხადა.

მაგრამ ეს მიდგომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დსთ-ის ქვეყნებში. ამჟამად რუსეთში კიდევ ორი ვაქცინის ტესტირება მიმდინარეობს. 2020 წლის 22 სექტემბერს რუსეთის ჯანდაცვის სამინისტრომ ახალი პრეპარატის კლინიკური გამოკვლევების ნებართვა გასცა. ვაქცინა შემუშავდა რუსეთის მეცნიერებათა აკადემიაში. სამეცნიერო ცენტრი „ვექტორის“ მიერ შემუშავებული ვაქცინის ტესტები დასასრულს უახლოვდება. როგორ შეძლებენ მეზობელი ქვეყნები რუსული ვაქცინის მიღებას და რატომ არის რუსეთი მზად, გაამჟღავნოს საკუთარი კვლევები - იხილეთ ვიდეოში.

64
ვლადიმირ ვაისი

ვაისს სომხეთთან მატჩისთვის ჯერ „არ სცხელა“

0
საქართველოს ფეხბურთის ნაკრები 5 ოქტომბრიდან ბელარუსთან მატჩისთვის მზადებას დაიწყებს. გამარჯვების შემთხვევაში ის ევროზე საგზურის მისაღებად გააგრძელებს ბრძოლას

თბილისი, 29 სექტემბერი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა სომხეთის გუნდთან მომავალ მატჩზე კომენტარი არ გააკეთა. მატჩი 11 ოქტომბერს უეფას ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ფარგლებში უნდა გაიმართოს.

„სომხეთზე რატომ მეკითხებით? ჩვენი მთელი ძალები და ყურადღება, პირველ რიგში, ბელარუსის გუნდთან თამაშზეა მიმართული. მერ ეუკვე – ერთა ლიგა, მატჩები სომხეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან. რაც შეეხება პოლიტიკასა და არეულ ვითარებას... ასეთ კითხვებს არ ვუპასუხებ“, – განუცხადა ვაისმა РИА Новости–ს.

უფრო ადრე ამავე საკითხზე Sputnik–საქართველომ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის (სფფ) პრეს–სამსახურს მიმართა.

„ამ საკითხზე ჯერ ვერაფერს გეტყვით. საუბარი მატჩის გაუქმების ან მისი ნეიტრალურ მოედანზე გადატანის შესახებ ჯერ არ არის. თვალს ვადევნებთ ვითარებას, მაგრამ საბოლოოს სიტყვა, ნებისმიერ შემთხვევაში, უეფაზეა“, – განაცხადეს სფფ–ის პრეს–სამსახურში.

რაც შეეხება უშუალოდ უეფას რეაქციას, ორგანიზაცია თვალს ადევნებს მთიან ყარაბაღში განვითარებულ საომარ მოვლენებს, მაგრამ სომხეთისა და აზერბაიჯანის ნაკრებების ერთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საშინაო მატჩების გადატანას ჯერჯერობით არ გეგმავს.

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები თბილისში 5 ოქტომბერს შეიკრიბებიან. ბელარუსის მატჩისთვის (უეფას ერთა ლიგის გასული გათამაშების ნახევარფინალი) ისინი სამი დღე მოემზადებიან. თამაში თბილისში 8 ოქტომბერს „დინამო არენაზე“ უნდა გაიმართოს.

საქართველოს ნაკრებმა ფიფას რეიტინგში პოზიციები გაიუმჯობესა>>

მატჩის შემდეგ საქართველოს ნაკრებს ორი გასვლითი შეხვედრა ელოდება უეფას ერთა ლიგის ამჟამინდელი გათამაშების ფარგლებში – 11 ოქტომბერს ერევანში სომხეთის წინააღმდეგ და სამი დღის შემდეგ სკოპიეში ჩრდილოეთ მაკედონიის წინააღმდეგ.

0
თემები:
სპორტის ამბები