თბილისელები მშობლებს სიყვარულში გამოუტყდნენ - Sputnik-ის ემოციური ვიდეო

გამოწერა
მშობელთა საერთაშორისო დღე 1 ივნისს აღინიშნება. Sputnik-საქართველოს გადამღებმა ჯგუფმა ქვეყნის დედაქალაქის მაცხოვრებლებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც ამ დღესასწაულს მიეძღვნა

მშობელთა საერთაშორისო დღე 1 ივნისს აღინიშნება. Sputnik-საქართველოს გადამღებმა ჯგუფმა ქვეყნის დედაქალაქის მაცხოვრებლებს შორის ჩაატარა გამოკითხვა, რომელიც ამ დღესასწაულს მიეძღვნა

მშობელთა საერთაშორისო დღე (Global Day of Parents) 2012 წლის სექტემბერში გაეროს გენერალური ასამბლეის 66-ე სესიაზე (რეზოლუცია 66/292) დასახელდა. 2013 წლიდან „მშობელთა საერთაშორისო დღე“ ყოველწლიურად აღინიშნება ზაფხულის პირველ დღეს - 1 ივნისს.

დღესასწაულის მიზანია შეახსენოს პლანეტის მკვიდრებს საერთო ფასეულობები, დაიცვას და გაამყაროს ეს ფასეულობები, როგორც ძლიერი და მყარი ოჯახის ფუძე, ვინაიდან ზუსტად ოჯახია (პირველ რიგში მშობლები) პასუხისმგებელი ბავშვის აღზრდაზე და დაცვაზე, მათი პიროვნების განვითარებაზე და სიყვარულით, ბედნიერებითა და თანადგომით სავსე გარემოს შექმნაზე.

სიმბოლურია, რომ ზუსტად ამ დღეს, 1 ივნისს, მთელ მსოფლიოში უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია აღინიშნება სხვა დღესასწაული, რომელიც 1949 წელს ქალთა დემოკრატიული ფედერაციის საერთაშორისო კონგრესმა დააწესა - ბავშვთა საერთაშორისო დღე.

შეგახსენებთ, რომ ყოველ წელს 15 მაისს მთელ მსოფლიოში ასევე აღინიშნება ოჯახის საერთაშორისო დღე.

 

ყველა ახალი ამბავი
0