თეკლა ეკალაძეს თბილისის აეროპორტში პლაკატებითა და ყვავილებით დახვდნენ

გამოწერა
შოუ „Ты супер!“-ის ქართველი მონაწილე თეკლა ეკალაძე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა. იხილეთ  Sputnik-საქართველოს ვიდეოში, თუ როგორ დახვდნენ გოგონას სამშობლოში

შოუ „Ты супер!“-ის ქართველი მონაწილე თეკლა ეკალაძე მოსკოვიდან თბილისში დაბრუნდა. იხილეთ  Sputnik-საქართველოს ვიდეოში, თუ როგორ დახვდნენ გოგონას სამშობლოში

თეკლა ეკალაძეს ნათესავები, მეგობრები და ახლობლები თბილისის საერთაშორისო აეროპოტში პლაკატებითა და ყვავილებით დახვდნენ.

თეკლამ ნახევარფინალში „სულიკო“ შეასრულა, თუმცა ნახევარფინალში ვერ გადავიდა.

მოსკოვში გოგონას ახლდნენ ბებია და მეურვე ლალი იმერლიშვილი.

თეკლა შოუში „Ты супер!“ შემდეგ წელსაც მიიწვიეს, ის კასტინგის გარეშე მიიღებს მონაწილეობას პროექტის მეოთხე სეზონში.

თეკლა შვიდი წლის ასაკში დაობლდა.

სამი წლის ასაკში მან მამა დაკარგა, რომელიც ზღვაში დაიხრჩო, ოთხი წლის შემდეგ კი მის თვალწინ დედა თავის ტვინის ანევრიზმით გარდაეცვალა.

საერთაშორისო ვოკალური პროექტი „Ты супер!“ შექმნილია მშობლების მზრუნველობა მოკლებული ნიჭიერი ბავშვების მხარდასაჭერად, მათი შემოქმედებითი პოტენციალის განსავითარებლად. საქართველო ამ პროექტში მეორეჯერ მონაწილეობს. პირველ სეზონში საქართველო წარმოადგინა ნანა ვარძელაშვილმა ქარელიდან.

საერთაშორისო კონკურსი „Ты супер!“ იმართება ტელეკომპანია НТВ-ს და საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო და რადიო Sputnik-ის მხარდაჭერით.

ყველა ახალი ამბავი
0