ძლიერი წვიმა თბილისში - ვიდეო ავტომობილის რეგისტრატორიდან

246

ცხელი დღის შემდეგ კვირას საღამოს თბილისში ძლიერი წვიმა მოვიდა, ქალაქის გარეუბნებში იყო სეტყვაც. იხილეთ ვიდეო, თუ რა ხდებოდა წვიმის დროს საბურთალოს ტერიტორიაზე

ძლიერის წვიმის გამო გზებზე მხედველობა გაუარესდა, მანქანები ნელა გადაადგილდებოდნენ, ქუჩებში კი დიდი გუბეები დადგა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური უამინდობასთან დაკავშირებით საგანგებო რეჟიმში ამუშავდა. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ყველაზე მეტი გამოძახება გლდანი-ნაძალადევისა და დიღმის რაიონებიდან დაფიქსირდა.

როგორც გარემოს ეროვნული სააგენტო იუწყება, 12-14 მაისის პერიოდში მოსალოდნელია ძლიერი წვიმა, სეტყვა და ქარი, განსაკუთრებით ქვეყნის აღმოსავლეთში.

 

246