ავტოავარია გმირთა მოედანთან - თვითმხილველის ვიდეო

692
(განახლებულია 23:26 28.04.2019)

თბილისის ცენტრში ვაკე-საბურთალოს ტრასიდან გმირთა მოედნის გადასასვლელზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. უყურეთ თვითმხილველის ვიდეოს ავარიის ადგილიდან

კვირას 28 აპრილს თბილისში ვაკე-საბურთალოს ტრასიდან გმირთა მოედნის გადასასვლელზე ასეულობით მეტრის სიგრძის საცობი წარმოიქმნა. მიზეზი კი ავტოავარია გახდა.

სავარაუდოდ, მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ჯერ ერთ მოაჯირს შეეჯახა, შემდეგ მეორეს. დარტყმის ხმაზე ავარიის ადგილზე გამვლელები მივიდნენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, მაშველები და სასწრაფო დახმარება.

ავტოავარია დაახლოებით 16:40 საათზე მოხდა. აღდგომასთან დაკავშირებით, ქალაქიდან ბევრი ადამიანია გასული და თბილისის გზები გადატვირთული არ არის. თუმცა, გზის სიცარიელის გამო, მაინც საჭიროა ყურადღება და სიჩქარის კონტროლი.

692
თეგი:
თბილისი

ლავროვმა დასავლეთი კორონავირუსის პანდემიის საკუთარი მიზნებით გამოყენების გამო გააკრიტიკა

75
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა დასავლეთის ქვეყნების კორონავირუსის პანდემიისადმი მიდგომა დაგმო

ჩინური გაზეთი Global Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მინისტრი ამბობს, რომ ისინი სიტუაციის გამოყენებას ცდილობენ, რათა დასაჯონ მათი მეტოქე მთავრობები, და ეპიდემიისგან დაზარალებულ ქვეყნებს უკრძალავენ რუსეთისგან ჰუმანიტარული დახმარების მიღებას. ამასთან, დასავლეთი არ მიყვება ჰუმანიზმის პრინციპებს COVID-19-თან ბრძოლის საკითხში. დაწვრილებით - იხილეთ ჩვენი ვიდეო.

75

დონალდ ტრამპმა აშშ-ის ღია ცის ხელშეკრულებიდან გასვლის შესახებ გამოაცხადა

297
აშშ ღია ცის შეთანხმებიდან გადის. ამის შესახებ პრეზიდენტმა გამოაცხადა და ეს გადაწყვეტილება იმით ახსნა, რომ რუსეთი არ იცავს შეთანხმების პირობებს

მოსკოვში ვაშინგტონის ბრალდებები უარყვეს და განაცხადეს, რომ რუსული მხარე თავის მხრივ არ აპირებს ხელშეკრულებიდან გასვლას. იმის შესახებ, როგორ „მოკლა“ დონალდ ტრამპმა კიდევ ერთი საკვანძო შეთანხმება საერთაშორისო უსაფრთხოების სფეროში, ვიდეოში მოგითხრობთ.

297
ლაბორატორია

COVID-19 საქართველოში: პაციენტების 80% გამოჯანმრთელდა

0
(განახლებულია 15:14 30.05.2020)
საქართველოში დღითი დღე იზრდება იმ პაციენტების რაოდენობა, რომლებმაც საშიში ინფექცია COVID-19 დაამარცხეს.

თბილისი, 30 მაისი — Sputnik. საქართველოში COVID-2019 ერთ დღე-ღამეში 24 პაციენტმა დაამარცხა, ნათქვამია სამთავრობო ვებგვერდზე stopcov.ge.

კორონავირუსი საქართველოში: საგანგებო მდგომარეობის შემდეგ შეზღუდვების სრული სია/29 მაისი >>

ამ დროისათვის საქართველოში ახალი კორონავირუსი 757 ადამიანს დაუდგინდა, აქედან 600 (80%) გამოჯანმრთელდა. ეპიდემიის დაწყებიდან დღემდე გარდაიცვალა 12 ადამიანი.

ამ დროისათვის COVID-19-გან 134 პაციენტი მკურნალობს. ამგვარად, ქვეყანაში გამოჯანმრთელებული პაციენტების რაოდენობა ამჟამინდელ ინფიცირებულებს ოთხჯერ და უფრო მეტჯერ აჭარბებს.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 3031, ხოლო სტაციონარებში დაკვირვების ქვეშ 262 პაციენტია. ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს სამი მოქალაქე.

საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა, თუმცა ზოგიერთი შეზღუდვა კვლავ დარჩა. ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.

0
თემები:
COVID-19 საქართველოში