(2:37 / 20.21Mb / просмотров видео: 131)

სიყვარული ყოველთვის, სიყვარული ყველგან საქართველოს განსაკუთრებული დღე აქვს

95

თბილისელები და დედაქალაქის სტუმრები „Sputnik–საქართველოს“ სიყვარულზე ესაუბრნენ სიყვარულის დღესთან დაკავშირებით, რომელიც საქართველოში 15 აპრილს აღინიშნება.

საქართველოში 15 აპრილს სიყვარულის დღე აღინიშნება, რომლის დაწესების იდეა 90-იან წლებში შოუ-ბიზნესის წარმომადგენელმა ბესიკ ჩუბინიძემ „ვალენტინობის“ სანაცვლოდ წამოჭრა.

შოუმენის წამოწყებამ ნაწილობრივ გაამართლა. ქართველები ენთუზიაზმით შეეგებნენ ახალ დღესასწაულს, თუმცა არც დასავლურ „ვალენტინობაზე“ უთქვამთ უარი. ამგვარად, ახლა საქართველოში სიყვარულის დღეს ორჯერ აღნიშნავენ – 14 თებერვალს და 15 აპრილს. და ეს არ არის გასაკვირი, საქართველო ხომ ტემპერამენტული და ქარიზმატული მამაკაცებისა და ლამაზი და იდუმალი ქალების ქვეყანაა...

სიყვარულის დღეს განსაკუთრებით აღნიშნავენ ახალგაზრდები. შეყვარებულები ერთმანეთს ჩუქნიან საჩუქრებს, ყვავილებს, შოკოლადებს, რბილ სათამაშოებს ან ერთობიან სხვადასხვა სახის გასართობით – პარაშუტით ხტომა, ბანჯი და ა.შ. ზოგიერთი კი ამ დღეს თავის მეორე ნახევარს ხელსაც სთხოვს.

სიყვარულის დღესთან დაკავშირებით საქართველოში საზეიმო ღონისძიებები არ იმართება.

95