"ჟურნალისტი იცვლის პროფესიას" - Sputnik-ის რეპორტიორი ერთი დღით საწვავის ჩამსხმელი გახდა

გამოწერა
Sputnik-ის რეპორტიორმა ერთი დღით პროფესია შეიცვალა და ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლის როლი მოირგო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, თუ როგორია ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლის სამუშაო დღე

Sputnik-ის რეპორტიორმა ერთი დღით პროფესია შეიცვალა და ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლის როლი მოირგო. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, თუ როგორია ავტოგასამართი სადგურის თანამშრომლის სამუშაო დღე

იმის დასადგენად, თუ რამდენად ზუსტი რაოდენობის საწვავს გვისხამენ ბენზინ გასამართ სადგურებში, გადამღებმა ჯგუფმა გადავწყვიტეთ ჩაგვეტარებინა ექსპერიმენტი. მივუთითეთ 1 ლიტრი ბენზინი და გვაინტერესებდა, რა ოდენობის საწვავი მოთავსდებოდა ერთი ლიტრის მოცულობის ბოთლში. ექსპერიმენტმა შედეგი აჩვენა და ბოთლი ბოლომდე გაივსო. მართალია, ჩვენ მხოლოდ ერთი სადგური შევამოწმეთ, თუმცა გარკვეულწილად 90-იანების „გადმონაშთი“ მოსაზრება იმაზე, რომ ბენზინგასამართ სადგურებში საწვავს „გვპარავენ“, სტერეოტიპად დარჩა.

როგორც ყველა პროფესიას, ასევე ბენზინგასამართი სადგურის ოპერატორებსაც ჰყავთ ზედამხედველი, რომელიც ამოწმებს, რამდენად მოწესრიგებულია და კეთილსინდისიერია თანამშრომელი, რამდენად ზუსტად იცავს დადგენილ წესებს, როგორიც არის: კლიენტთან თავაზიანი დახვედრა, გადამოწმება გადახდის ფორმისა და საწვავის, და დამშვიდობება შემდეგი სიტყვებით: გმადლობთ, კეთილ მგზავრობას გისურვებთ.

საწვავის ჩამსხმელ პერსონალს გავლილი ჰქონდა სპეციალური ტრენინგი საწვავის შევსების ტექნიკის შესახებ. ასევე, საწვავის დაღვრის შემთხვევაზე რეაგირების და საგანგებო სიტუაციებში მოქმედების პროცედურის შესახებ.

როგორც გავარკვიეთ, საქართველოს მასშტაბით ამ პროფესიით მხოლოდ ორი ქალბატონი მუშაობს, ასე რომ, იყო ბენზინ გასამართ სადგურის ოპერატორი, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ მამაკაცი უნდა იყო.

როგორც ქალბატონები, ასევე მამაკაცები სამ დღეში ერთხელ სრულ განაკვეთზე - 24 საათის განმავლობაში მუშაობენ. სადგურზე არის მოსასვენებელი ოთახი, სადაც ოპერატორებს შეუძლიათ დაძინება და განსაზღვრული გრაფიკით ეცვლებიან ერთმანეთს. თვიური ანაზღაურება კი 350 ლარიდან იწყება.

ყველა ახალი ამბავი
0