(0:59 / 6.46Mb / просмотров видео: 119)

Georgian Airways vs TAV Georgia საპროტესტო აქცია, როგორც ბრძოლის ნაწილი

134

Georgian Airways-ის თანამშრომლებმა თბილისისა და ბათუმის აეროპორტების ოპერატორი კომპანია TAV Urban Georgia-ს წინააღმდეგ საპროტესტო აქცია გამართეს. იხილეთ Sputnik-საქართველოს ვიდეოში, თუ როგორ მიმდინარეობდა საპროტესტო აქცია

ქართული ავიაკომპანია Georgian Airways-ის დაახლოებით ასმა თანამშრომელმა სამშაბათს საპროტესტო აქცია გამართა თურქული კომპანია TAV Urban Georgia-ს წინააღმდეგ, რომელიც თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტებს მართავს.

ეროვნული ავიაგადამზიდის ხელმძღვანელობის თქმით, TAV Urban Georgia-ს მმართველობის პირობებში ქართული ავიაციის ფუნქციონირება და განვითარება შეუძლებელია. TAV Georgia-ს ადანაშაულებენ ავიაკომპანიისათვის კაბალური ხელშეკრულებების დადებაში.

თავის მხრივ, თურქულმა კომპანიამ Georgian Airways-ი დეზინფორმაციის გავრცელებასა და მის დისკრედიტაციაში დაადანაშაულა. TAV Urban Georgia-ში აცხადებენ, რომ ქართულ ავიახაზებს მათი ვალი მართებს 9 მილიონი ლარის ოდენობით, რომელიც გრაფიკითაა დადგენილი, თუმცა ქართული კომპანია ვალის გადახდაზე უარს ამბობს.

თანამშრომლობა ორ კომპანიას შორის 14 წელს ითვლის. ამ დროის განმავლობაში, TAV Georgia-ს ინფორმაციის თანახმად, ქართული ავიაკომპანიები ყველა პრივილეგიით სარგებლობდა, რომლებსაც მას ოპერატორი კომპანია სთავაზობდა.

კომპანია TAV-მა საქართველოს მთავრობასთან კონტრაქტი 2027 წლამდე დადო. საქართველოს გარდა, კომპანია მართავს თურქეთის, ტუნისის, მაკედონიის, ლატვიის, საუდის არაბეთისა და ხორვატიის აეროპორტებს.

კომპანია Georgian Airways-ს ეროვნული ავიახაზების სტატუსი აქვს მინიჭებული. მას შვიდი თვითმფრინავი ჰუავს და მისი წილი ქართულ ბაზარზე საერთაშორისო ავიაგადაზიდვების 11%-ს შეადგენს.

 

134