ფასიანი სადგომები თბილისში – თანახმა და წინააღმდეგი

გამოწერა
თბილისში ავტოსადგომებზე გადასახადის დაწესება იგეგმება. „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორებმა თბილისელები და ქალაქის სტუმრები გამოკითხეს, რა აზრის არიან ფასიანი ავტოსადგომების შემოღებაზე

თბილისში ავტოსადგომებზე გადასახადის დაწესება იგეგმება. „Sputnik–საქართველოს“ რეპორტიორებმა თბილისელები და ქალაქის სტუმრები გამოკითხეს, რა აზრის არიან ფასიანი ავტოსადგომების შემოღებაზე.

თბილისის მერიის ინიციატივით, ქალაქის ცენტრში 1 ივლისიდან პარკინგის გადახდის ახალი წესები ამოქმედდება. ერთი საათი დგომის საფასური 50 თეთრიდან დაიწყება. პირველი ლოკაცია, სადაც საპილოტო რეჟიმში ამუშავდება ახალი წესები, კოტე აფხაზის ქუჩაა (ყოფილი ლესელიძის) ქალაქის ისტორიულ ცენტრში. აქ ზაფხულში დიდი რაოდენობით არიან ტურისტები. აქვე განთავსებულია არაერთი რესტორანი, კაფე და მაღაზია, კერძო სასტუმროები, მუშაობს ათობით ფირმა და კომპანია, რომლებიც სხვადასხვა ტურისტულ მომსახურებას სთავაზობენ დამსვენებლებს. „Sputnik-საქართველოს“ გადამღებმა ჯგუფმა გადაწყვიტა გაერკვია, თუ რას ფიქრობენ თბილისელები და ქალაქის სტუმრები ამ საკითხთან დაკავშირებით.

ყველა ახალი ამბავი
0