მოვითხოვთ ხელფასის მომატებას! თბილისის ავიაქარხნის თანამშრომლები გაიფიცნენ

გამოწერა
თბილისის ავიაქარხნის თანამშრომლებმა ხელფასის მომატების მოთხოვნით გაფიცვა მოაწყვეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა გაფიცულთა აქცია

თბილისის ავიაქარხნის თანამშრომლებმა ხელფასის მომატების მოთხოვნით გაფიცვა მოაწყვეს. იხილეთ „Sputnik-საქართველოს“ ვიდეო, თუ როგორ მიმდინარეობდა გაფიცულთა აქცია.

საქართველოს ავიაქარხანა "თბილავიამშენმა", რომელიც თვითმფრინავებს, მის ნაწილებს აწარმოებს და არემონტებს, მუშაობა შეწყვიტა. მიზეზი ისაა, რომ საწარმოს რამდენიმე ათეულმა თანამშრომელმა გაფიცვა მოაწყო და ავიაქარხნის შენობის წინ ანაზღაურების გაზრდისა და პრემიული სისტემის დანერგვის მოთხოვნით აქცია გამართა.

"თბილავიამშენის" ისტორია მეორე მსოფლიო ომის დროიდან იწყება. დღეს ის სახელმწიფო საკუთრებაა და ძირითადად აწარმოებს და არემონტებს სამხედრო თვითმფრინავებსა და სამხედრო დანიშნულების პროდუქციას.

ავიაქარხნის თანამშრომლების ანაზღაურება 500-დან 1,2 ათას ლარამდეა. მომიტინგეები მინიმალური ხელფასის 1 ათას ლარამდე გაზრდას და პრემიების დამატებას მოითხოვენ. საწარმოს ასზე მეტი თანამშრომელი ჰყავს. ამ დროისათვის მიტინგს დილის ცვლა მართავს. ისინი ამბობენ, რომ არ აპირებენ დათმობაზე წასვლას.

 

ყველა ახალი ამბავი
0