(1:16 / 8.20Mb / просмотров видео: 85)

საქართველოში დაკავებული უკრაინის მოქალაქეები პატიმრობაში რჩებიან

62

სასამართლომ პატიმრობაში დატოვა უკრაინის ექვსი და საქართველოს ერთი მოქალაქე, რომლებიც იარაღის შენახვისთვის დააკავეს. იხილეთ „Sputnik–საქართველოს“ ვიდეოკადრები სასამართლო დარბაზიდან.

თბილისის საქალაქო სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა უკრაინის ექვს და საქართველოს ერთ მოქალაქეს, რომლებიც თბილისში სპეცოპერაციის დროს დააკავეს. მათ ბრალად იარაღის უკანონო შეძენა და შენახვა ედებათ, ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის ვებ-გვერდზე განთავსებულ განცხადებაში.

ყველა მათგანი უკრაინული სამხედრო ქვედანაყოფი "დონბასის" წევრები არიან – უკრაინის მოქალაქეები როლანდ მელია, ოლეკსანდრ ნოვიკოვი, დმიტრი კურაგინი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო, სერგეი კლადკო და საქართველოს მოქალაქე ლუკა ჩხეტია.

62