Google Earth-ის ფოტოებზე უძველესი ჩაძირული ქალაქი აღმოაჩინეს

55

Youtube ბლოგერმა ნიკით MrMBB333 ლოს-ანჯელესის ახლოს Google Erath-ის საშუალებით უძველესი ჩაძირული ქალაქი აღმოაჩინა და საკუთარ არხზე ამის დამადასტურებელი ვიდეოც განათავსა.

მისი ყურადღება ქალაქის გეომეტრიულად სწორმა ფორმებმა მიიპყრო. ქალაქის სიგრძე 1,6 კმ-ს შეადგენს, სიგანე კი ერთ კილომეტრზე ოდნავ ნაკლებს.

ბლოგერის თქმით, ქალაქი ძველი ევროპული შენობების პრინციპითაა აგებული. მაგალითად მან ძველი რომაული ციხე-სიმაგრე მოიყვანა, რომელსაც მსგავსი გეომეტრიული ფორმა ჰქონდა და გალავნით იყო შემოსაზღვრული.

გარდა ამისა, ტერიტორიაზე აღინიშნება ჩაღრმავებებიც, რომლებშიც, ბლოგერის ვარაუდით, სხვადასხვა შენობები იდგა.

აღმოჩენილი "ქალაქი" ნაპირიდან დაახლოებით 2,5 კილომეტრის დაშორებით, 30 მეტრის სიღრმეზე მდებარეობს.

55